
- შეამოწმეთ ჯიბეები
გადმოაბრუნეთ ჯიბეები ან ხელით შეამოწმეთ, მხოლოდ გარედან ხელის მოსმით ყველაფერს ვერ იპოვით. თუ ჯიბეები იკვრება, შეკარით, ასე იგი უკეთ შეინარჩუნებს ფორმას. - შეკარით ელვა-შესაკრავები და ღილები
ეს ყველა ნივთზე უნდა გააკეთოთ, რომელსაც მანქანაში დებთ: პერანგებს, ბლუზებსა თუ სხვ. ასე შეუნარჩუნებთ ნაკეთობას იერს და აირიდებთ დეფორმაციას. - მოხსენით ქამარი
ასევე, მოხსენით ქინძისთავები, სანიშნეები და სხვა უცხო ნივთები, რომლებიც ტანსაცმელზეა. - ჩალბობა
თუ ნივთებზე მოძველებული ლაქაა, წინასწარ ჩაალბეთ ისინი და შემდეგ გარეცხეთ. მთელ სარეცხს ხომ არ დაუმატებთ ლაქების ამომყვანს, ცალკე კი მხოლოდ იმ კონკრეტულ ნივთს მოასხამთ. - დაახარისხეთ ფერის მიხედვით
თუ ერთხელ მაინც გამოგიღიათ მანქანიდან ყოფილი თეთრი ფერის "ახალი" ვარდისფერი წინდა, უკვე მიხვდებოდით ამ პუნქტის საჭიროებაზე. დაახარისხეთ სარეცხი ფერების მიხედვით, რათა თითოეულმა ნაკეთობამ შეინარჩუნოს თავისი "ბუნებრივი" ფერი. - დაახარისხეთ ქსოვილის მიხედვით
ერთი გარეცხვისთვის შეარჩიეთ ნივთები, რომლებიც ერთმანეთთან მიახლოებული მასალებითაა დამზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომფორტული ქაშმირის ჯემპრის ნაცვლად მიიღებთ ბავშვის ზომის მაისურს, რადგან მატყლი პატარავდება მაღალ ტემპერატურაზე, რომელიც სელის ქსოვილის გამო დააყენეთ. - საბავშვო ნივთები და საწოლის თეთრეული
ეს ორი სხვადასხვა სარეცხია! საბავშვო ნივთებისთვის უნდა გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები, რათა თავიდან ააცილოთ ბავშვს ალერგია მათი ტარებისას.
საწოლის თეთრეულისთვის არსებობს სპეციალური პროგრამა უფრო მაღალი ტემპერატურითა და ხანგრძლივი წურვით. სურვილისა და მანქანის შესაძლებლობის მიხედვით, შეიძლება გამოხარშვაც. - ტემპერატურული რეჟიმი
ყურადღებით დაათვალიერეთ, რა არის მითითებული ნაკეთობის ეტიკეტზე. მწარმოებლები აუცილებლად დააწერენ მას. რა ტემპერატურაზე რჩება მათი საქონელი ახალივით. - გამოიყენეთ სპეციალური ტომრები სარეცხისთვის
მათში კარგად ირეცხება ლიფები, მაქმანიანი და დელიკატური ნივთები, მათ შორის, შიფონის ზედები. - სარეცხი ფხვნილი და კონდიციონერი
არსებობს უნივერსალური ფხვნილები, რომლებიც უხდება როგორც ფერად, ისე თეთრ სარეცხს, ბეწვიანი და დელიკატური ნივთებისთვის კი აუცილებელია ცალკეული საშუალების გამოყენება.
ყველა ეს რჩევა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დიდხანს შევუნარჩუნოთ ნივთებს სილამაზე და სიახლე.