ნახეთქები ქუსლებზე არამხოლოდ ულამაზოა, არამედ ტკივილის მოყენებაც შეუძლია სიარულის დროს. ყველაფერი პატარა, ხორკლიანი და წვრილი ნახეთქებით იწყება. დროთა განმავლობაში, ნახეთქები ღრმავდება, ინფიცირდება და ანთებითი პროცესი იწყება. ნუ დაკარგავთ დროს, დაიწყეთ ფეხების მოვლა დღეიდან!
არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც ქალის ფეხებს სილამაზეს, ჯანმრთელობასა და მიმზიდველობას შეუნარჩუნებს.
ფეხების მოვლა
ჩაალბეთ ფეხები 15 წუთით ვარცლში ან გაიკეთეთ ორთქლის აბაზანები. ეს დაარბილებს კანს ქუსლებზე და გამოკვებავს მას, შეინარჩუნებს ტენიანობის ოპტიმალურ ბალანსს. სასურველი ეფექტის მიხედვით, აბაზანა შეიძლება იყოს ნუშის, ატმის ან ზეითუნის ზეთით, A და E ვიტამინებით, სოდით, ზღვის მარილით, სამკურნალო ბალახებით.
როცა კანი ნაოჭდება, შეგიძლიათ პემზის გამოყენებაც. მსუბუქად გაიხეხეთ ქუსლი წრიული მოძრაობებით.
ხშირად, არ ღირს ამ პროცედურის ჩატარება, ვინაიდან იგი კანის ჭარბ მგრძნობიარობას გამოიწვევს.
გამაგრებული კანის მოშორების შემდეგ, ფეხებზე კანი დარბილდება. აუცილებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაც. გაიშრეთ ფეხები, შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ლოსიონებისა და კრემების შეზელის ნაცვლად, შეგიძლიათ პროცედურა პაკეტებითაც ჩაიტაროთ. გაავსეთ პაკეტი ქოქოსის ზეთით ან სხვა დამატენიანებელი საშუალებით, ჩაიცვით ფეხებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით.
როცა ფეხები გაშრება, მიიღებს ჯანმრთელ და მოვლივ იერს. შეგახსენებთ, რომ ეს პროცედურები მარტო ვერაფერს გახდება სწორი ფეხსაცმლის გარეშე. ეცადეთ, მოეშვათ ვიწრო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარებას.