» » » თუ ფეხსაცმელი ფეხებს გტკენთ, ეს ხრიკი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ

თუ ფეხსაცმელი ფეხებს გტკენთ, ეს ხრიკი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ

თითოეული ქალისთვის ნაცნობია შემდეგი სიტუაცია: შეიძენთ ახალ ფეხსაცმელს, რომლებიც იდეალურად გამოიყურება ფეხზე, ქუსლი გამაღლებთ და გახდუნებთ, ფერი კი ახალ კაბას უხდება. ეს ფეხსაცმელი გიყვართ მანამ, სანამ მათ გარეთ არ ჩაიცვამთ. საკმარისია, ეზოში გახვიდეთ და უკვე გრძნობთ დისკომფორტს, რამდენიმე წუთში უკვე კოჟრები გიჩნდებათ და ვეღარ დადიხართ.



გეცნობათ? დამიჯერეთ, ეს ნებისმიერ ქალს შემთხვევია. გამონაკლისი არ არიან არც ცნობილი მსახიობები და სამეფო ოჯახის წევრებიც - ისინიც ხომ ქალები არიან და უყვართ ქუსლიანი ფეხსაცმელები. სწორედ ამიტომ, Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მეგან მარკლის მიერ შემოთავაზებულ ეშმაკობას, რათა ფესხაცმელში თავი ყოველთვის კომფორტულად იგრძნოთ.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფეხსაცმელი გტკენთ ფეხებს?
სასექსკის ჰერცოგინიამ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ტიტულს მიიღებდა, იცოდა, რა არის მაღალი წრის ღონისძიებები და როგორი გრძნობაა მთელი საღამოს მაღალ ქუსლებში გატარება. ჩვენი აზრით, ჯერ კიდევ მაშინ მოიგონა ეს ხრიკი მეგან მარკლმა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცნობილი ხართ - თუ მთელი საღამო მაღალ ქუსლებზე დგახართ, ფეხსაცმელი კოჟრებს გაგიჩენთ და ფეხებიც დაგისივდებათ.



ბევრი იტყვის, რომ მთელი საიდუმლო ძვირადღირებულ ფეხსაცმელშია, რომელიც არ გატკენთ ფეხებს. და მაინც, ისიც ისეთივე არაკომფორტულია, როგორიც იაფფასიანი. საქმე ისაა, რომ მეგანი ყოველთვის ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელს ყიდულობს. იმის გამო, რომ მაღალ ქუსლებზე ფეხები სივდება და შემდეგ კოჟრები ჩნდება. თუ ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდია, საკმარისია მასში ბამბის დისკის ან ქსოვილის ჩადება წინა ნაწილში, შემდეგ კი, როცა ფეხი გასივდება, უნდა ამოიღოთ იგი.

ფოტოგრაფებს არაერთხელ შეუმჩნევიათ, რომ მეგანის ფეხსაცმელი მუდმივად დიდია ფეხზე. ეს თვალში ძალიან არ გვხვდება, სამაგიეროდ, ჰერცოგინიას კოჟრები არ უჩნდება. მარტივი არაა ოფიციალურ მიღებაზე გაძლება, თუ ფეხები გტკივათ.



თუ უკვე იყიდეთ ვიწრო ფეხსაცმელი, მათი გადაყრა კი გენანებათ, შემდეგი საშუალებები დაგეხმარებათ: წაუსვით ფეხსაცმელს შიგნიდან ცვილი ან საპონი. ეს დაგეხმარებათ ხახუნის შემცირებაში. პროცედურა დღეში რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ, სანამ ფეხსაცმელი არ გაიწელება.



ასევე, შეგიძლიათ მაღაზიაში სპეციალური სპრეი შეიძინოთ ფეხსაცმლის გასაწელავად. თუ ფეხსაცმელს შიგნიდან გააცხელებთ ფენით და ამ სპრეის შეასხამთ, ყველაზე მოუხერხებელ ფეხსაცმელსაც კი გაწელავთ. ასევე, მაღაზიაშივე იპოვით სპეციალურ წებოვან ლენტებს, რომლებიც ფეხსაცმელზე შიგნიდან მაგრდება და ფეხს იცავს ჭარბი ხახუნისგან.

სხვათაშორის, მსგავს ხრიკს იყენებს ქეით მიდლტონიც: იგი ატარებს კოლგოტებს პრიალა ზედაპირით ტერფებზე, რათა ფეხსაცმელი ფეხებს არ ეხებოდეს. კემბრიჯის ჰერცოგინია უფრთხილდება ფეხების ჯანმრთელობას. მისი გამოცდილება ნებისმიერ ქალს გამოადგება!



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.