» » » 15 წუთიანი პროცედურა თქვენს ქუსლებს საოცრად რბილს, ნაზზს, გლუვსა და ლამაზსს გახდის.

15 წუთიანი პროცედურა თქვენს ქუსლებს საოცრად რბილს, ნაზზს, გლუვსა და ლამაზსს გახდის.

ზამთრის უხეში ფეხსაცმლის ხშირი ტარების შედეგად ჩვენი ფეხები საგრძნობლად ზიანდება და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. იმისათვის, რომ ზაფხულის ღია ფეხსაცმელში ფეხები ლამაზად გამოიყურებოდეს, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალურ პროცედურებს კოჟრების, გარქოვანებული კანისა და ბზარების მოსაშორებლად. საბედნიეროდ, არსებობს არაერთი ძალიან მარტივი, თანაც საკმაოდ იაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც ჩამოთვლილი პრობლემებისგან ხანმოკლე დროში გაგათავისუფლებთ. დღევანდელ სტატიაში მსურს, სწორედ ამ მეთოდების შესახებ გიამბოთ.



საკვები სოდა - უნივერსალური პროდუქტი, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება კოსმეტიკური მიზნებისთვისაც, რადგან ის ეფექტურად წმენდს, ადეზინფიცირებს და არბილებს კანს. ამ პროდუქტის დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი ჭრილობების შეხორცების პროცესის დაჩქარება და ანთების ჩახშობა.

ფეხების მოვლა სახლის პირობებში

სოდისა და ზღვის მარილის აბაზანა

ფეხების კანის დასარბილებლად და გასაგლუვებლად, აავსეთ თბილი წყლით საშუალო ზომის ტაშტი, ჩაყარეთ მასში 2 ს.კ. ზღვის მარილი და 2 შ.კ. საკვები სოდა. კარგად გადაურიეთ და მზა აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 7-8 წუთით.



აბაზანა სოდითა და საპნით

კანის მაქსიმალურად გასაწმენდად, 3 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 2 ს.კ. საკვები სოდა და 2 ს.კ. გახეხილი სარეცხი საპონი. მზა აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10 წუთით.



საკვები სოდისა და ზეთების აბაზანა

თუ კანის დატენიანება გსურთ, 3 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა, ჩაამატეთ მცირეოდენ ზეითუნის ზეთში წინასწარ გახსნილი ლიმონის, ფორთოხლის, ლავანდის ან ნუშის ზეთი. კარგად გადაურიეთ და მზა აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10 წუთით.



სოდისა და რძის აბაზანა

თქვენი ქუსლები საოცრად გლუვი და ლამაზი რომ იყოს, 1 ლიტრ თბილ ცხიმიან რძეში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და მიღებულ ნარევში მოათავსეთ ფეხები 10 წუთით. ამ მარტივი მეთოდის დახმარებით თქვენ მარტივად შეიხორცებთ ბზარებს ქუსლებზე და დაირბილებთ კანს.



სოდისა და წყალბადის ზეჟანგის აბაზანა

თუ ქუსლებიდან ბზარების მოშორება გსურთ, თბილი წყლით სავსე საშუალო ზომის ტაშტში ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ამავე რაოდენობით საკვები სოდა. მზა აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 12-15 წუთით.



ფეხების აბაზანა სოდითა და იოდით

იმისათვის, რომ მოიშოროთ გარქოვანებული კანი, მოამზადეთ ფეხების აბაზანა 2 ლიტრი თბილი წყლისგან, 2 ს.კ. საკვები სოდისგან და 2 ს.კ. იოდისგან. მზა აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10 წუთით.



სოდისა და თიხის აბაზანა

ეს იდეალური საშუალებაა კანის სიმშრალის დასამარცხებლად და კოჭრების მოსაშორებლად. 4 ს.კ. თეთრი კოსმეტიკური თიხა და 2 ს.კ. საკვები სოდა გახსენით 2 ლიტრ თბილ წყალში, კარგად გადაურიეთ და მზა აბაზანაში მოათავსეთ ფეხები დაახლოებით 15 წუთით.



მოცემული საშუალებებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი, თქვენთვის სასურველი და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. რეგულარული პროცედურების შედეგად თქვენი ქუსლების კანი საოცრად გლუვი, ნაზი და ლამაზი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.