» » » დელიკატური თემა: 11 შეცდომა ფეხების პარსვისას, რომლებიც შარვლის ჩაცმას გვაიძულებს

დელიკატური თემა: 11 შეცდომა ფეხების პარსვისას, რომლებიც შარვლის ჩაცმას გვაიძულებს

ახლა დეპილაციის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ მაინც, ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი საშუალება სამართებელია. გაღიზიანება, ქავილი, სიწითლე, ჭრილობები, ჩაზრდილი თმა - ეს ყველაფერი პარსვის უარყოფითი მხარეა. თუმცა, ხშრიად, ეს პრობლემები სულაც არაა დაკავშირებული უხარისხო სამართებელთან და სიცხესთან.



ქალბატონების უმრავლესობა ფეხებს არასწორად იპარსავს, რაც შემდეგ ისეთ პრობლემებს იწვევს, კაბის ჩაცმაზეც უარს ვამბობთ. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ 11 შეცდომაზე პარსვის დროს, რომელსაც ნებისმიერი ქალბატონი უშვებს.

შეცდომები ფეხების პარსვისას
  1. არ ახურებთ ფეხებს პარსვის დაწყებამდე
    სიჩქარე და სიზარმაცე სხეულის მოვლის დროს ქალის მტერია. თუ ფეხებს გაუხურებლად იპარსავთ, გაღიზიანება არ აგცდებათ. სწორედ ამიტომ, დაწექით ან დაჯექით 10 წუთით ცხელ წყალში ან გაიპარსეთ ბანაობის შემდეგ. გახურების შემდეგ სამართებელი თმას უკეთ იჭერს, ამიტომ ფეხები უფრო დიდხანს დარჩება გლუვი.



  2. არ იიყენებთ ფეხის სკრაბს
    ფეხების გახურების შემდეგ კანზე აუცილებლად უნდა წაისვათ სკრაბი. ასე თქვენ მოიშორებთ კანის უხეშ ფენას და თმების ზრდასაც შეუშლით ხელს.



  3. სიჩქარე
    არსებობენ ისეტი ქალბატონებიც, რომლებიც ფეხებს იპარსავენ, თითქოს ეზოში გაზონს კრეჭდნენ. ეს თქვენი ფეხებია, ამიტომაც არ უნდა იჩქაროთ. შესაძლოა, გაიჭრათ კანი ან დაიტოვოთ თმები.



  4. ფეხების პარსვა გაღიზიანებისა და ანთების დროს
    თუ ფეხებზე ჭრილობები, ნაკაწრები, გაღიზიანება ან ანთება გაქვთ, ჩაიცვით შარვალი და ფეხები სხვა დროს გაიპარსეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გააუარესებთ სიტუაციას ან შეგეჭრებათ ინფექცია.



  5. იღებთ აბაზანას ან შხაპს პარსვის შემდეგ
    ფეხების გაპარსვა და შემდეგ შხაპის ან აბაზანის მიღება.. შემდეგ პირსახოცით გამშრალება. შედეგად, კანი იწვის, ჩნდება გაღიზიანება. თქვენ ფიქრობთ, რომ საქმე კანის მგრძნობელობაშია, მაგრამ დამნაშავე მხოლოდ თქვემ ხართ - პროცედურა პირიქით ჩაიტარეთ.



  6. ბლაგვი სამართებელი
    გახსოვდეთ: სამართებელი აუცილებლად ბასრი უნდა იყოს. ბლაგვი სამართებელი არ გაშორებთ თმებს მთლიანად, თანაც, მარტივია კანის გაჭრაც. დილით კი უხეში კანი დაგხვდებათ.



  7. ფეხების პარსვა მზის აბაზანის მიღებამდე
    ბევრი ფიქრობს, რომ ფეხები პლაჟზე გასვლის წინ უნდა გაიპარსოს, ამით კი გლუვ და ნათელ კანს მიიღებს. არა! კანი ხურდება, გაღიზიანებაც გარანტირებულია. ამიტომაც, სჯობს, ამ საქმით საღამოს ან პლაჟზე გასვლამდე 5 საათით ადრე მაინც დაკავდეთ.



  8. მყარი პირსახოცი
    არ ღირს ფეხების გამშრალება მაგარი პირსახოცით, რადგან ამით კანს აღიზიანებთ. საუკეთესოა ფეხების ოდნავ დასველება, გაშრობის შემდეგ კი დამამშვიდებელი ან დამატენიანებელი კრემის წასმა. ამრიგად, კრემი უკეთ შეიწოვება და კანიც აღარ გაღიზიანდება.



  9. საპარსი ქაფის გამოუყენებლობა
    საპარსი ქაფი იმისთვისაა შექმნილი, რომ სამართებელი უკეთ იღებდეს თმას და მხოლოდ მოცემული ტრაექტორიით იმოძრაოს. ქაფის გარეშე რთულია იმის გაგება, სად გაიპარსეთ და სად - არა. კიდევ უფრო საშინელებაა მშრალი კანის გაპარსვა - ასე იგი მუდმივად გაღიზიანებული იქნება.



  10. იყენებთ საპონს ქაფის ნაცვლად
    უამრავი ქალბატონი აკეთებს ამას. თუმცა, ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ტანჯავთ ამით კანს! მას საპონი ძალიან აშრობს.



  11. ერთჯერადი სამართებელი
    ჩვენ არ ვისაუბრებთ იმაზე, რომ იგი ცუდად პარსავს ან რამე მსგავსი. თუმცა, ასეთი სამართებელი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა, თქვენ კი მას 5-ჯერ მაინც იყენებთ, შემდეგ კი გიკვირთ, რატომ გაქვთ ჭრილობები და უხეში კანი.


როგორც ცნობილია, ქალის ფეხები ბედნიერებისკენ მიმავალი ორი გზაა. მათ მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავთ და სხვა ქალბატონების შურის ობიექტიც ხდება. ამიტომ, აუცილებელია მათი სრულყოფილი მოვლა. თუ მაინც უშვებთ ზემოაღნიშნულ შეცდომებს პარსვის დროს, თქვენ აუცილებლად გაგიჩნდებათ გაღიზიანება და თმაც სწრაფად და ხშირად გაგეზრდებათ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.