კონენსატი ფანჯრებზე
რატომ დაოფლიანდა პლასტმასის ფანჯარა? ამის მიზეზი ოთახისა და ქუჩის ტემპერატურას შორის სხვაობაშია. მათ შორის ზღვარი სწორედ ფანჯრის შუშაზე გადის. ორთქლი, შუშაზე მოხვედრისას, გადაიქცევა წყლად და კონდენსატის სახით რჩება. რაც უფრო ცივა ოთახში, მით უფრო ნაკლები ტენია საჭირო წვეთების გასაჩენად.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გრილ და ტენიან ოთახში კონდენსატის გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია. თბილ და მშრალ შენობაში კონდენსატი, როგორც წესი, კონდენსატი არ ჩნდება.
ძველ ფანჯრებზე თუ ასე არ ხდებოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლებზე უკეთესი იყო. ხის ფანჯრებზე, როგორც წესი, არსებობს მომცრო ნაპრალები, რომლებშიც მუდმივად შემოდის მშრალი ჰაერი ქუჩიდან, ამცირებს ოთახის საერთო ტენიანობას.
სამწუხაროდ, ფანჯრების დაორთქლვა არამხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა. კონდენსატი პლასტმასის ფანჯრებზე მეტყველებს ბინის მიკროკლიმატზე. მომატებული ტენიანობა გამოიწვევს სოკოსა და ობის გაჩენას.
არასაკმარისი ვენტილაცია იწვევს ნახშირორჟანგის გაზის დაგროვებასა და ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდას. შედეგად, მაცხოვრებლების ჯანმრთელობა უარესდება, იმუნიტეტი სუსტდება.
როგორ შევუშალოთ ხელი ფანჯრების დაორთქლვას
- დაიწყეთ ვენტილაციის ხარისხის შემოწმებით. შესაძლოა, იგი ჩაიხერგოს ან უფრო დიდი ბადის დაყენება სჭირდება. დამატებით, შეგიძლიათ სამზარეულოს გამწოვი დაამონტაჟოთ.
- შეამოწმეთ, როგორაა დამაგრებული ნაპრალები ფანჯარასა და ჩარჩოს შორის. თუ გარე მხრიდან დარჩენილია ჭრილები, მათში ცივი ჰაერი და ტენი გამოიპარება, გააცივებს მთელ კონსტრუქციას.
- გააკეთეთ ფანჯრის რაფა იმდენად ვიწრო, რომ ფანჯრები გაათბოს. შეგიძლიათ უფრო მძლავრი ბატარეა დააყენოთ ან ჩასვათ ბადე რაფაში უკეთესი ვენტილაციისთვის. დარწმუნდით, რომ სქელი ფარდები არ ფარავს ბატარეას.
- დაათბეთ ფანჯრები. გარე დათბობისთვის მოგიწევთ სპეციალისტების დაქირავება, თუმცა ეფექტი ამად ღირს. ზამთარში კედლები სითბოს შეინახავს, ზაფხულში - სიგრილეს.
- აიღეთ ფანჯრებიდან მცენარეები ან აკვარიუმი. შსაძლოა, ისინი ჭარბი ტენიანობის მიზეზია.
- თუ აგარაკზე ცხოვრობთ, ეცადეთ, შეამციროთ ტენიანობა ოთახში. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ სარდაფსა და სახურავს გაარემონტებთ.