» » » პოდაგრული ტკივილი ძველებური წამლით დავამარცხე

პოდაგრული ტკივილი ძველებური წამლით დავამარცხე

40 წლისას პოდაგრა დამემართა. ტკივილები ისე მტანჯავდა, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ეს რეცეპტი ერთ ძველ წიგნში ამოვიკითხე და სული მოვითქვი. რეცეპტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • უმარილო ნაღების კარაქი
  • სპირტი

მომზადების და გამოყენების წესი:



აიღეთ ნაღების უმარილო კარაქი (უკეთესია, თუ შინაური იქნება) და სპირტი პროპორციით 1:1. კარაქი გააცხელეთ, ვიდრე ქაფი არ გაუჩნდება, გადმოდგით ცეცხლიდან, მაშინვე ჩაასხით მასში სპირტი და მოუკიდეთ ცეცხლი. ალი მაღალი იქნება, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ და სახე მოარიდოთ. როცა ალი ჩაქრება, მალამოც მზად იქნება. გადაიღეთ იგი მინის ქილაში და მაცივარში შედგით. მალამოს მომზადება შესაძლებელია ტაფაზეც და პატარა ქვაბშიც. თავდაპირველად საცდელად ცოტაოდენი მალამო მოამზადეთ, მაგალითად, აიღეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი და 1 სუფრის კოვზი სპირტი. მალამო სახსარში თბილ ოთახში უნდა შეიზილოთ, თუ შესაძლებელია - ღუმელთან ახლოს. შეხვევა საჭირო არ არის. ახლა 63 წლის ვარ და 20 წელია, ტკივილი რა არის, არ ვიცი.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.