ამ პროცედურისკენ მიბიძგა ჯანმრთელობის პრობლემებმა. ხშირი თავის ტკივილები არ ყუჩდებოდა და ექიმმა სწორედ ცივი წყლით ფეხების დაბან მირჩია. პროცედურის ეფექტი შესანიშნავია, მისი უპირატესობა მაშინვე იგრძნობა. თუმცა, ვინ იცოდა, რომ მისი დახმარებით გახდომაც იყო შესაძლებელი?
მას შემდეგ, რაც ორგანიზმი შეეჩვევა ყინულოვან აბაზანას, შეგიძლიათ შეუდგეთ ცივი შხაპის მიღებასაც.
ცივი წყლით ბანაობა
- გადავლებით გახდომასაც შეძლებთ! ცივი წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს და მოჰყავს კანი ტონუსში, ცხიმოვანი უჯრედები უფრო აქტიურად იწვება მთელი დღის მანძილზე.
- ცივი შხაპი ხსნის დაღლილობას, დაძაბულობისა და ტკივილის შეგრძნებას კუნთებში.
- ცივი წყლით გადავლების შემდეგ თმა მბზინავი, გლუვი ხდება, რადგან ასეთი ტემპერატურის წყალი აგლუვებს თმის ღეროებს.
- ცივი წყლით დაბანა სახის კანსაც აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს. იგი ხელს უშლის კანის გამოშრობას.
- წყლის პროცედურები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეს კი, თავის მხრივ, აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს კანს ნაოჭების გაჩენისგან და გაშორებთ ცელულიტს.