» » » ზაფხულის სასიამოვნო კერძი - ცივი სუპი პურის ბურახისა და ბოსტნეულისგან

ზაფხულის სასიამოვნო კერძი - ცივი სუპი პურის ბურახისა და ბოსტნეულისგან

ზაფხულის პერიოდში ცივი სუპები მეტად სასიამოვნო კერძია. ცივი სუპების ზედმეტად გაცივება იწვევს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. სუპში ყინულის ნაჭრების ჩაყრა დაუშვებელია.

ცივი სუპი პურის ბურახისა და ბოსტნეულისგან

მასალად საჭიროა:
  • პურის ბურახი - 12 ჩაის ჭიქა
  • კარტოფილი - 700 გრამი
  • სტაფილო - 1-2 ძირი
  • მწვანე ხახვი - 15-16 ძირი
  • ქორფა კიტრი - 4-5 ცალი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა
  • ან მაწონი - 2 ჩაის ჭიქა
  • მდოგვის ფაფა - 1/2 სუფრის კოვზი
  • დაჭრილი კამა - 2 სუფრის კოვზი
  • მარილი - გემოვნების მიხედვით

დამზადების წესი:

12 ჩაის ჭიქა ბურახში ჩავლესოთ 1/2 სუფრის კოვზი დამზადებული მდოგვი. შემდეგ ჩავურიოთ 2 ჩაის ჭიქა მაწონი ან 1 ჩაის ჭიქა არაჟანი. ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ოთხკუთხედებად დაჭრილი ახალი კიტრები. სტაფილო და კარტოფილი მოვხარშოთ, გავაცივოთ, დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. ამგვარადვე დავჭრათ მაგრად მოხარშული კვერცხი და სუპში ჩავყაროთ. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.