» » » ხშირად მიღიზიანდებოდა ნაღვლის ბუშტი, ექიმის რჩევით ვიმკურნალე ბალახეული პრეპარატებით და მდგომარეობა საგრძნობლად შემიმსუბუქდა

ხშირად მიღიზიანდებოდა ნაღვლის ბუშტი, ექიმის რჩევით ვიმკურნალე ბალახეული პრეპარატებით და მდგომარეობა საგრძნობლად შემიმსუბუქდა

კუჭ-ნაწლავი ყოველთვის მაწუხებდა, წვეულებების შემდეგ ხომ ვკვდებოდი - კარგა ხანს მტანჯავდა გულისრევა და პირღებინება. ვერანაირ კერძს ვერ ვიტანდი, თუ პომიდორი ან ბადრიჯანი ჰქონდა. წიწაკიანსა და ნივრიანზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩემმა ექიმმა ბალახეული პრეპარატები მირჩია, მივიღე და მდომარეობა შემიმსუბუქდა. მინდა, თქვენც გასწავლოთ:

  • აიღეთ 0,5 კგ სტაფილო და ამდენივე ქიშმიში, გაატარეთ ხოცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 500 გ თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.

  • ნაღვლის ბუშტის გამოსარეცხად: 1 სუფრის კოვზ უკვდავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთს, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ ერთ ულუფად. დააყოლეთ 100 გრ ზეითუნის ზეთი. ამის შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე, ფერდქვეშ დაიდეთ სათბური და ასე დარჩით საათნახევრის განმავლობაში.

  • 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ უკვდავას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და თავდახურულ ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთი. დროდადრო ურიეთ. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ, ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ და 2 დღით ბნელ, გრილ ადგილას დადგით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

  • დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ასისთავა, კოთხუჯის ფესვი და ნეგოს - უკვდავას ყვავილები (ეს ყველაფერი აფთიაქში იყიდება). 3 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, დილით შედგით ნელ ცეცხლზე და 7 წუთი ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ. კურსი 7 - დღიანია.

  • უნდა დააქცუმაცოთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხათ ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალი. ჭურჭელი ჩადგათ ორთქლის აბაზანაში და გააჩეროთ 15 წუთი, გადმოდგათ და გადაწუროთ. წამალი მზად არის. უნდა სვათ დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ, 1 სადილის კოვზი. 2-3 კვირის შემდეგ შესამჩნევ შვებას იგრძნობთ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.