N1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
- ცაცხვის ყვავილი
- პიტნის ფოთლები
- გვირილას ყვავილი
- ვარდის ან ასკილის ფურცლები
მომზადების და გამოყენების წესი:
ყველა ეს მცენარე ავიღოთ თანაბარი რაოდენობით. დავაქუცმაცოთ, მცენარეულ მასას დავასხათ ადუღებული წყალი 1-2-ზე და ვადუღოთ 1,5-2 წუთი. გავაგრილოთ და თბილ მდგომარეობაში მოვათავსოთ მარლაზე და დავიდოთ სუფთა სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში; შემდეგ ჩამოვიბანოთ სახე თბილი წყლით.
N2 რეცეპტი
სტაფილო კარგად კვებავს კანს.
დაგჭირდებათ:
- სტაფილო
- 1 კვერცხის გული
- არაჟანი
მომზადების და გამოყენების წესი:
2-3 ჩ/კ წვრილ სახეხზე გახეხილ სტაფილოს შეურიეთ 1 კვერცხის გული და არაჟანი, კარგად აურიეთ (ფაფის კონსისტენციამდე), დაიდეთ ნიღაბი სახეზე და ყელზე და 20 წუთი გაიჩერეთ. ამ ნიღბის გამოყენების წინ სასურველია კანი სტაფილოს წვენით გაიწმინდოთ.