» » » გახდომის ექსკლუზიური მეთოდიკა ალექსეი კოვალკოვისგან: რეკომენდაციები ლამაზი ფიგურისთვის

გახდომის ექსკლუზიური მეთოდიკა ალექსეი კოვალკოვისგან: რეკომენდაციები ლამაზი ფიგურისთვის

ალექსეი კოვალკოვი - ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რუსი დიეტოლოგია. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, სამედიცინო მეცნიერებების დოქტორს თავად აწუხებდა ჭარბი წონა. სწორედ ამან აიძულა მამაკაცი, ჩაღრმავებოდა დიეტოლოგიის საფუძვლებს და შეექმნა პროფესიონალი მკურნალი ექიმის გადმოსახედიდან კორექტული კვების სისტემა, რომელიც მიმართულია წონის ჯანსაღად კლებისკენ.



ალექსეი შემუშავებული სქემის მიხედვით ნახევარი წლის მანძილზე იკვებებოდა და შეძლო შესანიშნავი შედეგის მიღწევა. ექიმმა 52 კგ დაიკლო. პირადმა მიღწევამ იგი შთააგონა გახდომის განსაკუთრებული მეთოდიკის შესაქმნელად. ასევე, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა დააარსა კლინიკა, სადაც ჭარბი წონისგან გათავისუფლებაში უკვე ექვსი ათასამდე პაციენტს დაეხმარა.

ალექსეი კოვალკოვი არ აღიარებს დიეტებს, დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი აკრძალვა დროთა განმავლობაში დაუძლეველ სურვილად იქცევა. იგი ფიქრობს, რომ ჯანსაღად გახდომისა და ნორმალური წონის შენარჩუნებისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა გაერკვეს შემდეგ ნიუანსებში:

  • წონაში მატების ინდივიდუალური მიზეზი უნდა დადგინდეს;
  • უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გახდომის პროცესზე;
  • მკვეთრად უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი მიზნები.
ალექსეი კოვალკოვის დიეტის ძირითადი პრინციპები


მოსამზადებელ ეტაპზე პაციენტმა უნდა ისწავლოს მაქსიმალურად მეტი მოძრაობის შესრულება. ამაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ ნაბიჯების მზომი. დღეში 8-12 ათასი ნაბიჯი უნდა გაიაროთ. ასევე, უნდა გადაეჩვიოს ისეთი საკვების მიღებას, რომელიც შეიცავს სწრაფ ნახშირწყლებს: ფასტფუდს, ფქვილეულს, ტკბილეულსა და ტკბილ გაზიან წყალს.

ერთ-ერთი საკვანძო პირობაა გასახდომად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მსუბუქი გაწმენდა. მომზადების პერიოდი 2-4 კვირას მოიცავს. ამ დროს უნდა შეიძინოთ ახალი ჩვევები, რითაც 3-5 კგ-ს იკლებთ.


საწყის ეტაპზე დაბალანსებულ კვებასა და სეირნობას ემატება ძალოვანი სავარჯიშოებიც. გახდომის მსურველები სწავლობენ სიამოვნების მიღებას სასარგებლო პროდუქტისგან. ასეთი მეთოდიკა პაციენტებს ეხმარება დღეში 100-200 გ-ის დაკლებაში. ეს ეტაპი გრძელდება მანამ, სანამ მსურველი არ მიაღწევს დასახულ მიზანს.


ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი შედეგების შენარჩუნების ეტაპია. იგი 12-18 თვის მანძილზე გრძელდება. ამ დროში უკვე ლამაზი ფიგურის მქონე ადამიანი იღებს ახალ კვებით ჩვევებსა და ცხოვრების აქტიურ წესს. მთავარია, არ დაივიწყოთ დღეში 8-12 ათასი ნაბიჯის გავლა, სწორი პროდუქტით კვება და მათი სწორი კომბინაციები.

სწორი კვების ბაზისი
  • მთავარი უპირატესობა ენიჭებათ ცილოვან პროდუქტებს ცხიმის დაბალი შემცველობით. ექიმის რეკომენდაციით, ყოველდღე, ძილის წინ უნდა მივირთვათ 2 მოხარშული კვერცხი.


  • მიირთვით ფანტელები. ისინი დანაყრების შეგრძნებას დიდი ხნით განიჭებთ და ცხიმებადაც არ გარდაიქმნება.


  • ალექსეი კოვალკოვი მოგვიწოდებს მეტი ცელულოზის მოხმარებისკენ. მას შეიცავს ფოთლოვანი ბოსტნეული, კიტრი, მწვანილი და ბულგარული წიწაკა. ეს პროდუქტი დღის ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ.


  • თხილში არსებული L-არგინინი ორგანიზმს ეხმარება ჭარბი ცხიმოვანი ფენების დაშლაში და უფრო ამტანსა და სტრესის მიმართ რეზისტენტულს ხდის.


  • საუზმისთვის ყველაზე კარგია რთული ნახშირწყლები(შვრიის ფაფა, წიწიბურა). მათი წყალობით მიიღებთ ენერგიას მთელი დღით და არ გახდებით შიმშილის მოულოდნელი შემოტევის მსხვერპლი.

    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.