ქალბატონი აღიარებს, რომ ჭარბი წონის პრობლემა ბავშვობიდანვე ჰქონდა და მასთან ბრძოლა მუდმივად წარუმატებელი იყო. როცა სასწორის ისარმა 120 კგ-ს მიაღწია, ეკატერინე მიხვდა, რომ დრო იყო გადაუდებელი ზომების მიღებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, თუმცა ისიც გაიაზრა, რომ ჩვეულებრივ დიეტას იგი ვერ დაიცავდა.
გასახდომად ქალბატონმა მოიფიქრა საკუთარი წესები და დაიწყო მათი დაცვა. ასე გაჩნდა გახდომის საავტორო მეთოდიკა "მინუს 60", მოგვიანებით კი სამყაროს მოევლინა ეკატერინეს პირველი წიგნი "სისტემა მინუს 60".
ეკატერინე მირიმანოვის სისტემა
მეთოდიკის ავტორი ირწმუნება, რომ აბსოლუტურად ყველაფრის ჭამა შეიძლება, ტორტის ჩათვლით, თუ რამდენიმე წესს დაიცავთ:
- აუცილებელი საუზმე ან ორი საუზმე (მსუბუქი და სრულყოფილი). რათა ორგანიზმში მიმოცვლითი პროცესები ჩაუშვათ;
- ჩაისა და ყავის დალევა შეიძლება, თუ მათში შაქრის რაოდენობას შეამცირებთ. ალკოჰოლისგან მხოლოდ წითელი მშრალი ღვინოა დასაშვები;
- შოკოლადი - მხოლოდ შავი;
- ხორბლის პური - მხოლოდ საუზმეზე, ვახშამზე - ერთი ნაჭერი შვრიის პური(თუ ხორციან ან თევზიან კერძს არ მიირთმევთ;
- კარტოფილი და მაკარონი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე ნებისმიერი სახით, სადილზე კი ბოსტნეულთან ან ყველთან ერთად;
- ვახშამი არ გამოტოვოთ, უბრალოდ მოასწარით საკვების მიღება ჭამამდე 3-4 საათით ადრე. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი პროდუქტი: ბოსტნეული, ხაჭო.. ქათამი და თევზი მხოლოდ როგორც დამოუკიდებელი კერძი - გარნირისა და პურის გარეშე;
- უნდა მიიღოთ იმდენი სითხე, რამდენიც გინდებათ, ფანატიზმის გარეშე;
- ფიზიკური დატვირთვები ყოველდღე - შეასრულეთ რაღაც სავარჯიშოს მაგვარი მაინც ან იარეთ ბევრი;
- არ გადაიტვირთოთ ვარჯიშის დროს - სპორტი უნდა გსიამოვნებდეთ;
- თვითმასაჟი აძლიერებს ნებისმიერი ვარჯიშის ეფექტს;
- არ დაისახოთ ძალიან რთული მიზნები - გაზარდეთ მიზანი თანდათან;
- ყველაზე მთავარია: დაიწყეთ ცვლილებები დღესვე.
ამას თქვენც შეძლებთ, მთავარია მოინდომოთ!