ალექსი შემუშავებული სქემით ნახევარი წელი იკვებებოდა და შესანიშნავ შედეგს მიაღწია. ექიმმა 52 კგ დაიკლო. საკუთარმა წარმატებამ ალექსი გახდომის განსაკუთრებული მეთოდის შექმნისკენ უბიძგა. ასევე ექიმმა დაარსა კლინიკა, სადაც უკვე 6 ათასმა პაციენტმა ზედმეტი წონის დაკლება შეძლო.
კოვალკოვი დიეტებს არ აღიარებს. ის დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი აკრძალვა დროთა განმავლობაში გადაულახავ სურვილად იქცევა. ექიმი დარწმუნებულია, რომ ჯანსაღი გახდომისთვის და ნორმალური წონის შენარჩუნებით ნებისმიერმა ადამიანმა ასეთი მომენტები უნდა შეიმუშაოს:
- წონის მომატების ინდივიდუალური მიზეზი გაარკვიოს
- გახდომის პროცესზე პასუხისმგებლობა აიღოს
- სწორად განსაზღვროს მიზანი
ალექსი კოვალკოვის დიეტის მთავარი პრინციპი
მოსამზადებელ ეტაპზე გახდომის მსურველებმა უნდა ისწავლონ რაც შეიძლება დიდხანს მოძრაობა. ამ საქმეში შესანიშნავი დამხმარეა ბიჯსაზომი. დღეში მინიმუმ 8000-დან 12000 ნაბიჯი უნდა გაიაროთ. ასევე უნდა ისწავლონ უარის თქმა საკვებზე, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს: სწრაფი კვების პროდუქტები, ცომეული, ტკბილეული და ტკბილი გაზიანი წყალი.
ალექსი მიიჩნევს, რომ გახდომისას ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი საფუძველია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მსუბუქი გაწმენდა. მომზადების ეტაპი 2-4 კვირა გრძელდება. ახალი ჩვევის მიღებით, კოვალკოვის პაციენტები 3-5 კგ-ს მარტივად იკლებენ.
მთავარ ეტაპზე ბალანსირებულ კვებასა და სიარულს ერთვება ფიზიკური დატვირთვა. გახდომის მსურველები სწორი პროდუქტების სწორად შეთავსებით სიამოვნების მიღებას სწავლობენ. ასეთი მეთოდი პაციენტებს დღეში 100-200 გრამის დაკლების საშუალებას აძლევს. ეს ეტაპი მანამდე გრძელდება, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპია - შედეგის გამყარება. ის 12-18 თვე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ლამაზი ფიგურის მქონე ადამიანი ახალ კვებით ჩვევას და ცხოვრების აქტიურ წესს ეჩვევა. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ რომ დღეში 8000-12000 ნაბიჯი უნდა გაიაროთ, სწორად უნდა იკვებოთ და მათი სწორად შეთავსება უნდა ისწავლოთ.
სწორი კვების მთავარი საფუძვლები
- მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ცილოვან პროდუქტებზე დაბალი ცხიმის შემცველობით. ექიმი გვირჩევს, რომ ყოველდღე ძილის წინ 2 მოხარშული კვერცხი მივირთვათ.
- მიირთვით ქატო. ისინი დანაყრების შეგრძნებას მოგცემთ და ცხიმს არ გადადებს.
- კოვალკოვი პაციენტებს რაც შეიძლება ბევრი უჯრედისის მირთმევას ურჩევს. ის შედის ფურცლოვან ბოსტნეულში, ახალ კიტრში, მწვანილსა და ბულგარულ წიწაკაში. ეს პროდუქტები დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ შეუზღუდავი რაოდენობით.
- კაკალში შემავალი არგინინი ორგანიზმს ზედმეტ ცხიმთან ბრძოლაში ეხმარება და ადამიანს უფრო სტრესის მიმართ უფრო გამძლეს ხდის.
- საუზმისთვის უფრო კარგია რთული ნახშირწყლები (შვრიის ფაფა, წიწიბურა). მათი წყალობით ენერგიას მთელი დღით მიიღებთ და შიმშილის უეცარი შეგრძნების მსხვერპლი არ გახდებით.
დიეტოლოგი თვლის, რომ თითოეული ადამიანისთვის გახდომის უნივერსალური სქემა არ არსებობს, რადგან ყოველი ორგანიზმი ინდივიდუალურია. თუ თქვენ ზედმეტი 5 კგ-ს მოშორება გსურთ, შეგიძლიათ მათ თავად შეებრძოლოთ, კოვალკოვის მთავარი პრინციპების ხელმძღვანელობით. მაგრამ თუ პრობლემა ბევრად არსებითია, სჯობს კვალიფიციურ დიეტოლოგს მიმართოთ, რომ წონის მომატების მიზეზი გაარკვიოთ და ეს პროცესი შეაჩეროთ.
ალექსი კოვალკოვი დაჟინებით გირჩევთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყურადღების მიქცევას. თუ რომელიმე მაჩვენებელი ნორმიდან გადახვეულია სჯობს ექიმს მიმართოთ.
დიეტოლოგი გიზიარებთ მისი აზრით ერთადერთ უნივერსალურ წესს, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხელმძღვანელობა გახდომის დროს. ის მოგვიწოდებს რაციონიდან ამოვიღოთ 4 პროდუქტი: შაქარი და ყველა საკვები, რომელიც მას შეიცავს, ფქვილის პროდუქტებს, კარტოფილს და თეთრი ბრინჯი.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებთ! მკაცრი დიეტებით ორგანიზმი სტრესში არ ამყოფოთ. ნელ-ნელა დაიკელით, იხელმძღვანელეთ სწორი კვების პრინციპით და ფეხით სიარული არ დაგავიწყდეთ. თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!