» » » 6 ნაბიჯი ცხვირიდან სისხლდენის მაქსიმალურად სწრაფად შეჩერებისთვის

6 ნაბიჯი ცხვირიდან სისხლდენის მაქსიმალურად სწრაფად შეჩერებისთვის

სისხლდენა ცხვირიდან საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ეს შეიძლება მოუვიდეს როგორც ბავშვს, ისე ზრდასრულს სულ სხვადასხვა მიზეზით: ცხვირის ტრავმირების, ალერგიის, გართულებული გრიპის ან გაციების გამო. ყველა ეს ფაქტორი აღელვების მიზეზი ნამდვილად არაა.

სასწრაფოდ უნდა გამოიძახოთ ექიმი, თუ ცხვირიდან სისხლდენას თან ახლავს შემდეგი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც: ქოშინი, არითმია, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, თავის ტკივილი. ასევე, სერიოზული მიზეზია, თუ ცხვირიდან სისხლი ხშირად მოდის ხილული საბაბის გარეშე.

6 ნაბიჯი ცხვირიდან სისხლდენის მაქსიმალურად სწრაფად შეჩერებისთვის

როგორ შევაჩეროთ სისხლდენა ცხვირიდან
რჩევების რედაქცია გთავაზობთ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ სისხლდენის სწორად შეჩერებაში უმოკლეს დროში.

  1. მარტივი ხერხი: თუ მარჯვენა ნესტოდან მოგდით სისხლი, წამოწიეთ მარჯვენა ხელი თავს უკან, მარცხენათი კი დაიჭირეთ ნესტო და პირიქით, სხვა მხარეს. სისხლი მალევე შეჩერდება.
  2. დაჯექით სწორად, დახარეთ თავი ოდნავ წინ, ფრთხილად დაიფერთხეთ ცხვირი. საჩვენებელი და დიდი თითებით დაიჭირეთ ცხვირის რბილი მონაკვეთი ხრტილის ქვემოთ და გეჭიროთ 10 წუთით, ისუნთქეთ პირით.
  3. დაახვიეთ ბამბის ხელსახოცი და მოათავსეთ ზედა ტუჩსა და ზედა ყბის ღრძილებს შორის. გაიჩერეთ 10 წუთით.
  4. მოათავსეთ მონეტა ზედა ტუჩის ღრუში, ეცადეთ, მიაჭიროთ იგი ცხვირს და შეძლოთ ასე დაჭერა.
  5. მიიდეთ ნესტოზე ყინული, ასე სისხლძარღვები შევიწროვდება და სისხლდენა მალევე შეჩერდება.
  6. სწრაფად შეაჩერებს სისხლდენას რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, ჩაწვეთებული ორივე ნესტოში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.