» » » თმიდან სერიოზულ პრობლემამდე: რატომ არ უნდა მოიშოროთ თმა ცხვირიდან?

თმიდან სერიოზულ პრობლემამდე: რატომ არ უნდა მოიშოროთ თმა ცხვირიდან?

წარმოგიდგენთ სიტუაციას: ემზადებით პაემნისა თუ მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრისათვის, იყურებით სარკეში და ამჩნევთ, რომ ერთი პატარა თმა ჩანს ცხვირიდან. თქვენ პინცეტს დაავლებდით ხელს, არა? აღმოჩნდა, რომ თმის ამოღება ცხვირიდან კატეგორიულად დაუშვებელია და ჩვენ ამისათვის სერიოზული არგუმენტები გვაქვს.

Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა გართულებებს იწვევს ცხვირიდან თმის ამოღება - ეს ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს!

ცხვირიდან თმის ამოღება
ჩვენი ორგანიზმი, თვითონაც კარგად იცით, ძალიან რთული სისტემაა და ისეა მოწყობილი, რომ ყოველი ელემენტი მასში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. შესაბამისად, ყველაფერი, რითიც დედაბუნებამ დაგვაჯილდოვა, ჩვენ გვჭირდება. აი, ცხვირში არსებული თმებიც კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს: იცავს სასუნთქ სისტემას. სწორედ ისინი არიდებს თავიდან ჩვენს ორგანიზმს მტვერსა და სიბინძურის ნაწილაკებს, რომლებიც ჰაერში ტივტივებს.

ისინი გზას უფერხებს ყველაფერს, რასაც შეუძლია ჩვენი სასუნთქი სისტემის ტრავმირება. ამასთან, თმები ხელს უშლის ცხვირში ბაქტერიებისა და ვირუსების მოხვედრასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისათვის. დამიჯერეთ, ამ თმებს არაერთხელ გადაურჩენიხართ ინფექციასა და ვირუსს.



ეს ბუნებრივი ფილტრია, რომლის განადგურებაც არ შეიძლება. დიდ თმებზე მთელი რიგი მცირე ზომის თმა იზრდება. მათი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ გზა გადაუჭრან მავნე ბაქტერიებსა და მტვრის მცირე ნაწილაკებს. ცხვირის ღრუში ისინი იჟღინთება ლორწოთი, ცემინების წყალობით კი ორგანიზმიდან გამოიდევნება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ფილტრი არ არსებობს.
მედიცინაში დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც ცხვირიდან თმებს იღებენ, უფრო ხშირად ავადდებიან ასთმით, ვიდრე ისინი, ვინც ხელუხლებლად ტოვებენ თმას. თუ თმას მოიშორებთ, გაცილებით მარტივად განვითარდება თქვენში ალერგიული რეაქციები. თანაც, მაქსილარული უბეებისა და სასუნთქი გზების მთავარი "ჭიშკარი" ყველასთვის გახსნილია.



თმები იცავს ჩვენს ლორწოვანს, მაგალითად, ტემპერატურის ცვლილებებისგან. ზამთარში, როცა ცივი ჰაერი ცხვირში გვხვდება, თმები იჭერს მას, რათა ცოტათი გათბეს. ასე, ლორწოვანა უსაფრთხოდაა.
არსებობს კიდევ რამდენიმე უსიამოვნო "ბონუსი", რომლებიც ცხვირიდან თმის მოშორებას ახლავს თან: თუ თმა ფილტრია, სრულიად ლოგიკური იქნება იმის თქმა, რომ თვითონ ისინი საკმაოდ ბინძურია. თმის ძირიანად ამოღებით თქვენ ტოვებთ პატარა ჭრილობას, რომელშიც, შესაძლოა, მთელი ეს სიბინძურე მოხვდეს სისხლძარღვთა სისტემაში.



ქალებმა იციან, რომ ხშირად, თმის ამოღების შემდეგ ჩნდება ჩაზრდილი თმა. ჩვეულებრივი მიმართულების ნაცვლად, თმა კანში ჩაიზრდება. ფეხზეც კი რთულია ასეთი თმის ამოღება და, ახლა წარმოიდგინეთ, როგორ ამოიღებთ ჩაზრდილ თმას ცხვირიდან? ალბათ, ამას ვერც კი შეამჩნევთ, სანამ მის ადგილას არ გაგიჩნდებათ შეშუპება, რაც სერიოზული პრობლემაა.

საერთოდ, ნებისმიერი ინვაზიური პროცედურა ცხვირის არეში ძალიან საშიშია. ეს მონაკვეთი ექიმებმა მონათლეს, როგორც "სიკვდილის სამკუთხედი". საქმე ისაა, რომ აქ უამრავი სისხლძარღვია მოთავსებული და დიდია რისკი, სისხლში ინფექცია შეიტანოთ. ორგანიზმს არამხოლოდ თმების ამოღებით ავნებთ, არამედ ცხვირის მონაკვეთში მუწუკებისა და ფერიმჭამელების ამოყვანითაც. იყავით ფრთხილად ამ ყველაფერთან.



როგორ უნდა მოიქცეთ? რა ვუყოთ საკითხის ესთეტიკურ მხარეს? თუ მაინცდამაინც გსურთ ცხვირიდან თმის ამოღება, გააკეთეთ ეს შედარებით ნაზი მეთოდით. კარგი იქნება, თუ შიდა თმებს დაიტოვებთ, გარეთ გამოსულებს კი მაკრატლით მოჭრით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.