ზოგჯერ ჰაიმორიტი ვლინდება როგორც ინფექციური დაავადებების - წითელას, ქუნთრუშას, დიფტერიის შემდგომი გართულება.
ჩირქოვანი ჰაიმორიტი - სერიოზული საფრთხეა ადამიანის სიცოცხლისათვის.
გთავაზობთ მრავალჯერ ნაცად ხალხურ რეცეპტს ჰაიმორიტის სამკურნალოდ.
დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ წყლის იელი
- 2 ს/კ ზეთი
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ წყლის იელი (ზამთარში - გამომშრალი, ხმელი, ზაფხულში - ნედლი), დაასხით ზეთი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 40 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, გააცივეთ ისე, რომ თავსახური არ მოხადოთ და 2 საათის შემდეგ გადაწურეთ. ვიდრე მკურნალობას შეუდგებოდეთ, ჰაიმორის წიაღების არეში დაიდეთ თოფრაკი, რომელშიც გახურებული მარილი ყრია, რომ გაფართოვდეს. მერე კი თითოეულ ნესტოში 3-4 წვეთი წამალი ჩაიწვეთეთ. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 2-ჯერ, სააბაზანოში, ნიჟარასთან, რადგან ამ ზეთის ჩაწვეთების შემდეგ ცხვირიდან გამონადენი უხვად დაიწყებს დენას. მე 5 პროცედურა მეყო - დამავიწყდა კიდეც, ჰაიმორიტი რა არის.