დღეს "რჩევების" რედაქცია ნაოჭების საწინააღმდეგოდ სახის განსაკუთრებულ ვარჯიშებს გთავაზობთ. სახე უბრალოდ კაშკაშა გახდება.
სახის ვარჯიშები სახლის პირობებში!
ფეისბილდინგი, სახის იოგა ან უბრალოდ ვარჯიში - შეგიძლიათ ისე უწოდოთ, როგორც გსურთ, არსი ერთია. ეს ვარჯიშების ნაკრებია, რომლებიც სახის ყველა კუნთს გაააქტიურებს, სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და სახეს ჯანსაღ ფერს დაუბრუნებს. ვარჯიშს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს: ნაოჭები ქრება, კანი იჭიმება, ბევრად უფრო ელასტიური და ნათელი ხდება.
ლიფტინგისთვის რეგულარული ვარჯიში არა მხოლოდ კუნთებს ჭიმავს, არამედ სახის ყველა კუნთს ტონუსში ტოვებს. ვარჯიშის სიბერის ნიშნებს ებრძვის და შედეგად თანაბარ და დაჭიმულ სახეს იღებთ. მოდით, ვარჯიშზე გადავიდეთ.
1. მორიგეობითი ღრმა ამოსუნთქვები
ცხვირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ, ნესტოები გააფართოვეთ. შემდეგ პირის მარცხენა კუთხე მოკუმეთ და მარჯვენა კუთხიდან ღრმა ამოსუნთქვა გააკეთეთ. შემდეგი ამოსუნთქვა მარცხენა კუთხიდან გააკეთეთ. ეს ვარჯიში არა მხოლოდ ყელს დაჭიმავს, არამედ ცხვირ-ტუჩის ნაოჭების ნაკეცებისგან დაგიცავთ.
2. დაბერეთ ლოყები
ცხვირიდან ღრმა შეისუნთქეთ და სუნთქვა 3-5 წამით შეიკავეთ. შემდეგ, ლოყები დაბერეთ, ძლიერად ამოისუნთქეთ პირიდან ისე, რომ ტუჩები არ გახსნათ.
3. პირის კუთხეების გაჭიმვები
ცხვირიდან შეისუნთქეთ და სუნთქვა რამდენიმე წამით შეიკავეთ. შემდეგ პირიდან ამოისუნთქეთ, ტუჩებით მილის გაკეთება სცადეთ და თან თითებით ტუჩის კუთხეები დაიჭირეთ.
4. შუბლზე ნაოჭების გასწორება
შუბლზე ორივე ხელის მე-2, მე-3 და მე-4 თითები დადეთ, ნეკა თითებით კი წარბებს ქვემოთ დააწექით. თითები შუბლზე დააფიქსირეთ და მასზე ზეწოლა მოახდინეთ, ეცადეთ წინააღმდეგობა გადალახოთ.
5. ვარჯიში თვალებისთვის
ორივე თითის ხელები თვალის ირგვლივ მოათავსეთ: შუა თითი წარბებს შუა ადგილას, საჩვენებელი თვალის გარე ნაწილზე, არათითი - შიგნითა მხარეს. თქვენი ამოცანა არის ასეთ მდგომარეობაში თვალების დახუჭვა ისე, რომ თითების წინააღმდეგობა გადალახოთ. შეგიძლიათ მხოლოდ ორი თითის დახმარებით გააკეთოთ და წარბებს არ დააწვეთ.
6. ორმაგ ნიკაპს ვიშორებთ
ტალღისებური მოძრაობით თავი მარცხენა მხარეს მიაბრუნეთ, ღრმა ჩაისუნთქეთ. შემდეგ მარჯვენა მხარეს.. შემდეგ თავი მკერდისკენ დასწიეთ, ამოისუნთქეთ.
7. კოცნა
ფართოდ გაიღიმეთ, შემდეგ ტუჩებით მილი გააკეთეთ. რაც უფრო ფართოა ღიმილი და ღრმა მილი, მით უფრო დიდი ზეწოლა აქვთ კუნთებს და შედეგად ეფექტიც უკეთესი იქნება.
აი, ასეთი მარტივი, მაგრამ ეფექტური ვარჯიშების ნაკრები. მათ შესრულებას მთელი სერიოზულობით უნდა მიუდგეთ და სახის ვარჯიში ყოველ დღე უნდა შეასრულოთ. შეგიძლიათ თავიდან თითოეული ვარჯიშის 2-3 გამეორებით დაიწყოთ, შემდეგ კი 10-მდე ახვიდეთ. ყველაფერი ფრთხილად გააკეთეთ.
თქვენ სახის როგორი ვარჯიშები იცით? დაწერეთ კომენტარებში!