» » » 3 ოქროს წესი გახდომისთვის, მენოპაუზის დროს: დაიცავით ეს წესები ფიგურის შესანარჩუნებლად

3 ოქროს წესი გახდომისთვის, მენოპაუზის დროს: დაიცავით ეს წესები ფიგურის შესანარჩუნებლად

შუა ხნის ასაკში, 50 წლის შემდეგ, ყველა ქალს ეწყება მენოპაუზა. ეს ქალის ცხოვრებაში მესამე შესანიშნავი პერიოდიამ რომელსაც თან ახლავს ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები. ჰორმონალური გადაწყობის გამო, ქალბატონთან უმრავლესობა წონაში იმატებს კლიმაქსის დროს. სტრესის ჰორმონის მომატებული დონე ხომ ვისცერალური ცხიმის გაჩენას იწვევს.

მთავარი ქალური ჰორმონის, ესტროგენის უკმარისობა კი თითქმის ყველა მიმოცვლით პროცესზე აისახება. თუმცა, მენოპაუზის პერიოდში გასუქების აღკვეთა და გახდომაც კი შესაძლებელია, თუ ამ 3 წესს დაიცავთ ლამაზი ფიგურისთვის. Rchevebi.com-ის რედაქცია სიამოვნებით გაგაცნობთ მათ.



როგორ გავხდეთ კლიმაქსის დროს
  1. პროდუქტი-დიურეტიკები
    ვინაიდან კლიმაქსის დადგომისას ქალის ორგანიზმი მიდრეკილი ხდება შეშუპებებისკენ, დიეტოლოგები გვირჩევენ პროდუქტ-დიურეტიკებს. მათ მიეკუთვნება პომიდორი, რომელიც რეკომენდებულა შარდგამომყოფი სისტემის დაავადებების დროსაც, ნიახური, ასკილი, ციტრუსი, კიტრი. ყველა ამ პროდუქტს შარდმდენი ეფექტი აქვს.
    თქვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს ამინომჟავები, C ვიტამინი, მაგნიუმი და უჯერი ცხიმოვანი მჟავები. შემწვარი ცხიმიანი საკვების მოხმარება უნდა შეამციროთ და ეცადოთ, ღამით არ მიირთვათ სითხე.



  2. გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც ანელებს მეტაბოლიზმს
    სრულად უნდა თქვათ უარი იმ პროდუქტებზე, რომლებიც ანელებს მეტაბოლიზმს: ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, არღვევს ორგანიზმის უნარს, აითვისოს სასარგებლო ნივთიერებები; შაქარი და ყველა პროდუქტი, რომელიც მას შეიცავს - იგი იწვევს ინსულინის ქაჩვას და ხელს უშლის გახდომის პროცესს. იმისათვის, რომ ტკბილეულის სურვილი დაიკმაყოფილოთ, მიირთვით ხილი ან ჩირი, ოღონდ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.



    იმასთან დაკავშირებით, რომ ასაკთან ერთად ორგანიზმი სულ უფრო რთულად ამუშავებს ლაქტოზასა და რძის ცილას, უარი თქვით რძის პროდუქტზეც.

  3. ფიზიკური დატვირთვები
    თქვენ, შესაძლოა, იყოთ გამხდარი გენეტიკით ან, კვების შეზღუდვების წყალობით, თუმცა, თქვენი ფიგურის გალამაზება მხოლოდ სპორტს შეუძლია. განსაკუთრებით სასარგებლო მენოპაუზის დროს არის პილატესი, ცურვა, აკვააერობიკა და სავარჯიშოები ფიტბოლზე.

    კლიმაქსის პერიოდში აღინიშნება სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონის მატება, ამიტომ, რეკომენდებულია, დაკავდეთ აქტიური ფიზიკური დატვირთვებით, რომლებიც განწყობასაც აამაღლებს: ფრენბურთი, ტენისი, ცხენებზე ჯირითი.. ეცადეთ, მეტი იაროთ ფეხითაც.


მენოპაუზა რთული პერიოდია, რომელიც თითოეულმა ქალმა უნდა გაიაროს. თუმცა, მას ვერც კი შეიგრძნობთ, თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნებთ და ყურადღებით შეარჩევთ კვების პროდუქტს. ასევე, იმოძრავეთ მეტი, რათა დახარჯოთ კალორიები და არ გაუშვათ ისინი გვერდებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.