საკვები, რომელსაც მოვიხმართ, შესაძლოა, სავსებით ანაყრებს შიმშილის გრძნობას, თუმცა სიმაძღრე არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი პროდუქტით ყველა საჭირო ვიტამინსა და მიკროელემენტს იღებს. პერიოდულად აუცილებელია მიირთვათ საკვები დანამატები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.
საკვები დანამატების უსაფრთხობა
- თევზის ქონი
თევზის ქონი აბსოლუტურად უსაფრთხო და სასარგებლო საკვები დანამატია. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმოვან მჟავებს - ომეგა-3ს. ასევე, მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს: ეიკოზაპენტაენურ და დოკოზაჰექსაენურ მჟვებს.
ყველა ეს ნივთიერება ვერ გამომუშავდება ორგანიზმში, მაგრამ მისთვის აუცილებელია. ჩვეულებრივ, მას ვიღებთ საკვებიდან, თუმცა, ხშირად, არასაკმარისი რაოდენობით. ამიტომ, დანამატი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ დანამატის მიღება აჩქარებს ცხიმების წვას, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, აძლიერიებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუნთების ამტანობას, ტვინის ფუნქციონირებას. ხშირად, თევზის ქონს უწერენ ფეხმძიმე ქალბატონებააც, ვინაიდან იგი ერიტელური ორგანოების განვითარებაში მონაწილეობს. - სუფთა ვიტამინი D ან D3 2000-5000 ME
ეს ვიტამინი სინთეზირდება ორგანიზმში ქოლესტერინის ერთ-ერთი ფორმისგან ულტრაიისფერი დასხივების დროს. იმისათვის, რომ საკმარისი ოდენობით გამოვიმუშავოთ, მზის პირდაპირ სხივებქვეშ კვირაში სამჯერ 10-15 წუთით უნდა აღმოვჩნდეთ.
მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება ასე ხშირა გარუჯვისა, საჭიროა ვიტამინ D-ს დანამატი. ეს ვიტამინი აკუმულირდება ღვიძლში, ხელს უწყობს კალციუმის ჰომეოსტაზსა და ფოსფორის ათვისებას.
იგი აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ინფექციებისგან ორგანიზმს, ასრულებს ნეიროპროტექტორის როლს, ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების გაჩენას. სწორედ ვიტამინი D-ს უკმარისობითაა გამოწვეული რაქიტი ბავშვებში და ოსტეოპოროზი უფროსებში. - მაგნიუმი
ახლა ბაზარზე არსებობს მაგნიუმის ციტრატი, გლუკონატი და ლაქტატი საკვები დანამატების სახით. ეს კომპონენტი მოქმედებს ორგანიზმის მნიშვნელოვან ფუნქციებზე: სისხლის წნევისა და შაქრის დონის დარეგულირება, ცილის, დნმ-სა და ძვლის ქსოვილების გენერაცია, ძილის ნორმალიზება.
მაგნიუმი მონაწილეობს საკვების ენერგიად გარდაქმნაში, გამძლე ძვლების, კბილებისა და კუნთების ფორმირებაში, სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში, ინსულინის სეკრეციაში, კალიუმის, კალციუმისა და ვიტამინ C-ს ათვისებაში.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ან ფიბრომიალგიის მქონე ადამიანებს მაგნიუმის დეფიციტი აქვთ. ამ დროს იფიტება ნერვული სისტემა, ენერგიის მარაგი, ცუდად გამომუშავდება მელატონინი. განწყობაც კი დამოკიდებულია მაგნიუმზე, ვინაიდან იგი სეროტონინის - ბედნიერების ჰორმონის სინთეზში მონაწილეობს. - მულტივიტამინები და მინერალები
მულტივიტამინური კომპლექსები საერთო გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს. ხშირად, ადამიანს არ ჰყოფნის A და E ვიტამინები. ამ შემთხვევებში, სასარგებლო იქნება ნებისმიერ აფთიაქში არსებული იაფფასიანი აევიტის მიღებაც.
საშუალოსტატისტიკური ადამიანის რაციონი არაჰარმონიული და არაბალნსირებულია. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსები სწრაფი და მარტივი საშუალებაა ამ ფაქტის კომპენსირებისთვის. - პრობიოტიკები
ესაა დანამატები, რომლებიც შეიცავს ცოცხალ მიკროკულტურებს, ეს უკანასკნელნი კი ნაწლავის მიკროფლორის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი "დასახლებულია" სხვადასხვა ბაქტერიებით: პათოგენური და სასარგებლო. როცა პათოგენური ფლორა სასარგებლოზე უფრო სწრაფად მრავლდება, იგი ხელს უშლის ამ უკანასკნელს. იწყება საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია, წყლულოვანი კოლიტი, იმუნიტეტის დაქვეითება. ამის მიზეზი არასრულყოფილი კვების რაციონი და ანტიბიოტიკების მიღების ხანგრძლივობაა.
აუცილებელია ნაწლავების მიკროფლორის ბალანსი, ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული საკვების გადამუშავება და ათვისება, შესაბამისად - სხვა აუცილებელი ელემენტების დეფიციტის გამოწვევაც თავისუფლად შეუძლია.