» » » ვადიმ ზელანდის 5 რეკომენდაცია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად: სამწუხაროა, რომ აქამდე არ ვიცოდი

ვადიმ ზელანდის 5 რეკომენდაცია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად: სამწუხაროა, რომ აქამდე არ ვიცოდი

ვადიმ ზელანდი ამტკიცებს, რომ თანამედროვე სამყარო - ნელი სიკვდილის კულტურაა. ადამიანები ავადდებიან და კვდებიან ისე, რომ ვერც კი აცნობიერებენ.

კვების ჯანსაღი სტილი
ადამიანები ვერ ამჩნევენ, რომ ავადდებიან და კვდებიან ძალიან სულელური სახით - კვების ელემენტარული კულტურის არარსებობის გამო. იმ მომენტიდან, როცა ჩვენს რაციონში 3 ძირითადი ელემენტი - თეთრი ფქვილი, მარგარინი და საფუარი შემოვიდა, კულტურა დასრულდა..

იმისათვის, რომ კვების შერჩეული სტილისგან სარგებელი მიიღოთ, უნდა ფლობდეთ კვების ელემენტარულ კულტურას. უნდა გესმოდეთ, რომ ორგანიზმი - გადასამუშავებელი მანქანა არაა და მასში ყველაფერი არ უნდა ჩატენოთ იმის იმედით, რომ გადამუშავებას შეძლებს.

თუ ადამიანთა მოდგმა მასიურად აწარმოებს და მოიხმარს იმას, რაც მასვე კლავს, ესე იგი მას არ უნდა ვენდოთ. როგორ შეიძლება, მაგალითად, ნარკომანს ვენდოთ?

სწორი კვების ბაზისი ზელანდის მიხედვით
  1. რაციონი უნდა იყოს მუდმივი, უცვლელი
    არ შეიძლება რაციონის მკვეთრი ცვლილება! ეს დაკავშირებულია ნაწლავების მიკროფლორასთან, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ საკვების გადასამუშავებლად. მისი გადაწყობა ხანგრძლივი პროცესია, ადაპტაციისთვის თვეები შეიძლება გახდეს საჭირო.

  2. რაციონი უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი
    კერძები უნდა იყოს მარტივი, რამდენიმე ინგრედიენტისგან მომზადებული, თუმცა, ამასთან, საკვები ნივთიერებების მაქსიმალურ რაოდენობას უნდა შეიცავდეს.

  3. საკვები სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს
    თუ ის, რასაც ჭამთ, სასარგებლოა, მაგრამ არა გემრიელი, მუდმივად მოგინდებათ რაღაც მავნე, ოღონდ გემრიელი და ეს მოთხოვნილება გაგრძელდება მანამ, სანამ ტვინი არ მიიღებს სიამოვნების ულუფას.
    ნუ დაკავდებით მაზოხიზმით, ნუ დაღეჭავთ მწვანე სალათებს. ეძებეთ მარტივი, ოღონდ გემრიელი რეცეპტები და მიიღეთ სიამოვნებაც სარგებელთან ერთად.

  4. ხელოვნური სტიმულატორები უნდა გამოირიცხოს მენიუდან
    დეპრესია და პანიკური შეტევები - ახალი თაობის დაავადებებია. ისინი გამოწვეულია პროდუქტის შემადგენლობაში არსებული ქიმიური კომპონენტებით.

  5. მთავარი პრინციპი - პროდუქტი ნატურალური უნდა იყოს
ეს ნიშნავს: გმო-ს, საფუარის, ქიმიის, სინთეტიკის გარეშე. პროდუქტი, რომელსაც შენახვის მეტისმეტად დიდი ვადა აქვს, ნატურალურად ვერ ჩაითვლება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.