ანდრეი ბელოვეშკინი ამტკიცებს, რომ დღეგრძელები, ძირითადად, გამხდარი ადამიანები არიან, რომლებიც დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამენ. რაც შეეხება დღეისათვის პოპულარულ დაყოფილ კვებას, ექიმი მას ცუდ ჩვევას უწოდებს, რომელიც დიდი რაოდენობით წახემსებას მოიცავს. შედეგად, სისხლში ინსულინის დონე იმატებს, რაც, როგორც ვიცით, ძალიან საშიშიცაა.
ბელოვეშკინის "ჯანსაღი კვების" 7 წესი
- მიირთვით დღეში არაუმეტეს 3-4 ჯერისა. დიახ, ზემოთ უკვე ვთქვით, რომ საკვების იშვიათად მიღება უკეთესია, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის კონსტიტუციასა და მის ჯანმრთელობაზე. საკუთარი ნორმის განსაზღვრა მარტივია: საკვების ერთი მიღება განაყრებთ 4 საათით. თუ, მაგალითად, 7-ზე იღვიძებთ და 9-ზე იძინებთ, საკმარისია სამჯერ იკვებოთ.
- ადგომიდან 1 საათის მანძილზე ისაუზმეთ. ასე ენერგიის აუცილებელ ნორმას მიიღებთ. ეს ყველასთვის ცნობილია, თუმცა ექიმი ერთ რამესაც ამატებს: უნდა მიირთვათ ფანჯარასთან, დღის ბუნებრივ შუქზე.
- რაციონის დღიური ნორმის 70% 15:00-მდე უნდა მიირთვათ. "ჯანსაღი კვების" კურსით, რეკომენდებულია მეტის მირთმევა დღის პირველ ნახევარში და ნაკლების - მეორეში. თუ მაინც ვერ მიეჩვიეთ საუზმობას, გირჩევთ, ჩვეულებრივზე უფრო ადრე ივახშმოთ.
- იდეალური საუზმის 30%-ს ცილები შეადგენს. სწორედ ამიტომ, უნდა ისაუზმოთ თევზით, კვერცხით, პარკოსანი მცენარეებით ან ხაჭოთი. ასეთი საუზმე არამხოლოდ დაგანაყრებთ, არამედ ტკბილეულისკენ მიდრეკილებასაც შეამსუბუქებს.
- ნახშირწყლები სადილზე. მიირთვით ფაფა, ბოსტნეულის სალათი ან სუპ-პიურე. სადილზე დიდი რაოდენობით პარკოსანი მცენარეები შესანიშნავად დაგანაყრებთ და შაქრის დონეს სისხლში საჭირო დონეზე გააჩერებს.
- არ გახადოთ ვახშამი საკვების ძირითადი მიღების დრო. ასე იქცევა ყოველი მეორე მომუშავე ადამიანი. ვახშამზე, ხშირად, მთელი დღიური ნორმის 70%-ს მიირთმევენ. თუ გახდომა და ჯანმრთელობა გსურთ, დაივიწყეთ ეს ჩვევა.
- ჩართეთ რაციონში მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტი. კვების პროგრამა გვირჩევს ბანანის, ვაშლის, ხორცის, თევზის, სტაფილოსა და რძის მირთმევას, ამასთან კი უარის თქმას მარილის, სახამებლისა და ფქვილისთვის. ფხვნილისებრი პროდუქტი ბევრ სტაბილიზატორსა და კონსერვანტს შეიცავს.