სწორი კვების პრინციპები
ხირომი შინია - ცნობილი იაპონელი ექიმი 40 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილებით. მისი ნაშრომები ეძღვნება სწორად კვების პრინციპებს, რისი წყალობითაც შეიძლება ჯანმრთელობის გაუმჯობესება. თავის წიგნებში მან გაწერა მთელი პროგრამა, რითაც ცნობილი ადამიანებიც კი სარგებლობენ. ის ამტკიცებს, რომ ჯანმრთელობის აღდგენა შეიძლება რაიმე წამლის მიღების გარეშე, უბრალოდ საკუთარი რაციონის შეცვლის გზით.
რას გვირჩევს იაპონელი ექიმი? ორგანიზმის გაჯანსაღების გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მავნე ჩვევებზე უარის თქმა. ამასთან იგი ამტკიცებს, რომ მეცხოველეობის პროდუქტების მოხმარება დამღუპველად მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ასეთ სიაში მოიაზრებიან რძის პროდუქტებიც. ისინი შეიცავენ დაჟანგებულ ცხიმებს, რომლებიც კუჭში მოხვედრისას ზრდიან მავნე ბაქტერიების რაოდენობას. ეს იწვევს ტოქსინებისა და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რაც შეიძლება გახდეს ისეთი დაავადებების მიზეზი, როგორებიცაა კიბო და დიაბეტი.
ექიმი არ ამბობს, რომ სრული უარი უნდა ვთქვათ ხორცზე, ის ამტკიცებს, რომ უფრო მნიშვნელოვანია რაციონში პროდუქტების სწორი თანაფარდობის დადგენა. ის გვირჩევს გავაწონასწოროთ ჩვენი კვება იმნაირად, რომ ხორცს ეკავოს არა უმეტეს 10-15%, ხოლო მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს - 85-90%.
რაციონში პროდუქტების სწორი თანაფარდობა
1. ბურღულეული - რაციონის 50%
ისინი უნდა იყვნენ წარმოდგენილი რაციონში იმიტომ, რომ შეიცავენ ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ უჯრედისებსა და მრავალ მიკროელემენტს. ეგ არის, რომ ბურღულიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საჭიროა მისი გაუსუფთავებელი სახით მიღება. მაგალითისათვის - გაუხეხავი ბრინჯი. საქმე მის გარსშია, რომელიც მხოლოდ გაუხეხავ მარცვალშია. ის არ იძლევა ნახშირწყლების ერთობ სწრაფად ათვისების საშუალებას, რითაც ანელებს საკვების გადამუშავების პროცესს.
2. ხილი და ბოსტნეული - რაციონის 35-40%
ისინი წარმოადგენენ ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი უჯრედისების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეუცვლელ წყაროს. უკეთესია მათი ნედლი სახით მოხმარება იმიტომ, რომ თერმული დამუშავება ამცირებს ვიტამინების რაოდენობას.
3. ხორცი - რაციონის 10-15%
ხორცის წილად დაბალი პროცენტის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ორგანიზმი მის გადამუშავებაზე ერთობ დიდ ენერგიის ხარჯავს. იაპონელი გასტროენტეროლოგის სიტყვებით, ხორცის მოხმარებას ორგანიზმის სწრაფი დაბერებისკენ მივყავართ. ის გვირჩევს ხორცი შევცვალოთ თევზით იმიტომ, რომ უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს და იოლადაც აითვისება.
არის მარტივი სქემა, რომელიც ადვილად ანგარიშობს დღე-ღამეში ხორცის ან თევზის აუცილებელ რაოდენობას: წონის ყოველ კილოგრამზე - ცილოვანი პროდუქტის 1 გრამი.
ხირომი შინიასთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია რძის პროდუქტებზე და ცხიმოვან საკვებზე (მარგარინი, მაიონეზი) უარის თქმა იმიტომ, რომ ისინი არანაირ სარგებელს არ იძლევიან, მხოლოდ ხელს უწყობენ სხვადასხვა დაავადებების განვითარებას. ის ასევე გვირჩევს შევწყვიტოთ სიარულის დროს საჭმლის მიღება, ნებისმიერ საკვებს ხომ აუცილებლად ესაჭიროება საგულდაგულო დაყეჭვა. ასე ორგანიზმს გაუიოლდება საკვების გადამუშავება, თანაც გაცილებით ნაკლებს შეჭამთ.
გასტროენტეროლოგი თავის სისტემაში საპატიო ადგილს უთმობს წყლის მოხმარებას. უნდა აღინიშნოს, რომ ის გვირჩევს მხოლოდ არტეზიანული წყლის, და არა ჩაიდანიდან და, მით უფრო, ონკანიდან წამოსული წყლის, სმას. წყალი აუცილებლად უნდა დალიოთ დილით საუზმემდე. საუზმეც უყურადღებოდ არ დაგჩეთ იმიტომ, რომ დილით საკვების მიღება ხელს უწყობს ღამით დაგროვილი ნაღველის გადინებას.
ხირომი შინია ამბობს, რომ წყალი ატენიანებს ლორწოვან გარსს, ზრდის იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან. თუ ადამიანი არასაკმარის წყალს სვამს, ლორწოვანი გადაშრება, რაც ამცირებს მის დაცვით ფუნქციებს და ორგანიზმში მოხვდებიან ბაქტერიები და მიკრობები. ის გვირჩევს წყლის მოხმარებას შემდეგი სქემით: 500 მლ საუზმემდე, სადილამდე და ვახშმამდე. წყალს ოთახის ტემპერატურა უნდა ჰქონდეს.
მავნე ჩვევებზე უარის თქმა და გაწონასწორებული რაციონი - ხანგძლივი დროით მყარი ჯანმრთელობის საწინდარია. სრულიად ლოგიკურია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ორგანიზმი მიირებს ტონუსს და საჭირო აღარ იქნება სამკურნალო წამალი.
ექიმებმა ისიც კი ივარაუდეს, რომ სწორი კვების პრინციპების დაცვის წყალობით საკუთარი გენების შეცვლა შეიძლება. ესე იგი, საკვების სწორად მიღებით ჯანსაღდებით არა მარტო თქვენ, არამედ თქვენი შთამომავლობაც.
დაგვეთანხმეთ, რომ ეს რეკომენდაციები არც ისე რთულია და არ მოითხოვს საკუთარ თავზე ტიტანურ ძალისხმევას, საჭიროა მხოლოდ ყოველდღიური რაციონის მცირედი გადახედვა და ერთი-ორი სასარგებლო ჩვევის შეძენა. ეს ხომ არც ისეთი დიდი საფასურია ჯანმრთელობისა და ხანდაზმულობის სანაცვლოდ.
თუ მოგეწონათ ეს ყოველივე, გაუზიარეთ მეგობრებს!