კვების თვალსაზრისით ბალერინები საკმაოდ მკაცრები არიან, ისინი ზედმეტის უფლებას არ აძლევენ თავს, თანაც მთელი ცხოვრების მანძილზე. დარწმუნებული ვარ მაყურებლებში მრავალი ადამიანი მოიძენება ვინც ფიქრობს, რომ მოცეკვავეებს უბრალოდ გენეტიკურად გაუმართლათ, რადგან მათ მიდრეკილება აქვთ გამხდრობისკენ, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა და აქ მთავარი საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობაა.
რჩევები რედაქცია მოგიყვებათ თუ რითი იკვებებიან დიდი სცენის ვარსკვლავები, როგორ იკლებენ წონაში და ინარჩუნებენ სასურველ ფორმებს, როგორ განტვირთვის დღეებს აწყობენ იმისათვის, რომ მუდმივად შეუდარებელ ფორმაში იყვნენ.
ბალერინების კვების ძირითადი პირობები:
- მიირთვით ნახევარი პორცია. დანაყრების შეგრძნება ჭამის დროს კი არა შემდეგ გვეუფლება.
- ყველაზე მსუყე საუზმე უნდა იყოს. დილიდან მეტაბოლიზმი ყველაზე აქტიურია.
- ყურადღება უნდა გამახვილდეს ნახშირწყლებზე, რომელიც წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის, ხილის, ბოსტნეულის და პურის შემადგენლობაში შედის.
- სუპი - დამოუკიდებელი კერძია. არ შეიძლება მისი კიდევ რამესთან შერწყმა.
- ასევე არ შეურიოთ ხორცი და თევზი საკვების ერთი მიღების დროს, ეს პროდუქტები რთულად ეხამებიან ერთმანეთს და შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემა გამოიწვიოს..
- პროდუქტების კალორიულობა არ უნდა იყოს მაღალი, ცხიმიანობა დაბალი, არაუმეტეს 2,5%-სა.
- სრულად გამორიცხეთ რაციონიდან მარილი. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ის სუნელებით და სოიოს სოუსით.
- არ დააყოლოთ საჭმელს წყალი. წყალი უნდა დალიოთ ან ჭამის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ან დასრულებიდან 1 საათის გასვლის შემდეგ. საერთო ჯამში
- მიზანშეწონილია მიიღოთ 2 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში.
- აკრძალულია ცომეული, ტკბილეული, ნახევარფაბრიკატები, შებოლილი, მჟავე საკვები, გაზიარებული და ალკოჰოური სასმელები.
ეს წესები უნდა დაიცვათ მთელი ცხოვრების მანძილზე. დისციპლინა და თვითკონტროლი - არი მთავარი ღირსებები, რომელსაც ბალერინები საკუთარ თავში აუმჯობესებენ. მათ ამ თვისებებს ბავშობიდანვე უნვითარებენ. ასაკთან ერთად კი კვების ასეთი წესი უკვე ჩვეულებაში გადადის და აღარ უქმნის დისკომფორტს.
იმ შემთხვევაში თუ მის კვების რეჟიმში გარკვეული შეფერხებაა და მეტაბოლიზმის პროცესი ირღვევა - მაგალითად შვებულებების დროს, მოცეკვავეები მდგომარეობას სწრაფადვე ასწორებენ მარტივი 3 დღიანი დიეტის დახმარებით. ამ ხრიკების წყალობით ბალერინები არასოდეს არ სცდებიან კრიტიკულ ზღვარს.
ბალერინების 3 დღიანი დიეტა
ასეთი დიეტის თითოეულ დღეს შესაძლებელია 1კილოგრამის დაკლება. ამ დიეტის დაცვის დროს ნებადართულია წყლის და მწვანე ჩაის მიღება ჟასმინით.
- ბრინჯის დღე
ჭამთ ბრინჯს და აყოლებთ ტომატის წვენს. სუნელები და სოუსი მარილის გარეშე. - რძის პროდუქტების დღე
ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ფერმენტირებული რძის პროდუქტები (ვარენეცი, რძემჟრალი,ხაჭო, კეფირი, მაწონი) და რძის პროდუქტები, მაგრამ აუცილებლად ცხიმის დაბალი შემცველობით, მარილისა და შაქრის გარეშე. - ხორცის დღე
ნებადართულია ფრინველის თეთრი ხორცის მაგალითად ქათმის ან ინდაურის ხორცის მიღება, ასევე უცხიმო ღორის, მოხარშული ხორცი.
ასეთი სქემით კვების შემთხვევაში, რთული არ არის ფორმაში ჩადგომა და ბალერინების ტანის დაყენება. გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც.