რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ წამლის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ნივრის სიროფი ამოსახველებლად - ნაცადი საშუალებაა ძველი რეცეპტის მიხედვით. ბავშვობაში, ჩემი პირველივე დახველებისას ბებია მაშინვე ამზადებდა ერთ ქილა ასეთ წამალს, რომელიც დაავადებას შანსებს არ უტოვებდა.
საუკეთესო ამოსახველებელი სიროფიინგრედიენტები- 5-7 თავი ნიორი
- თხევადი თაფლი
- 3 ს.კ. აფთიაქის დაფქული ტუხტი
მომზადება და გამოყენება- გაწმინდეთ ნიორი, გაატარეთ ხორცსაკეპში.
- ნივრის ფაფას შეურიეთ ტუხტი, მოათავსეთ 500-მლ-იან ჭურჭელში და დაასხით თაფლი.
- გააჩერეთ ქილა მაცივარში 24 საათით, ამის შემდეგ კი გაწურეთ მარლაში. მიიღეთ ყოველ საათში 1 ჩ.კ.
სიროფი დაგეხმარებათ ბრონქიტის, ტრაქეიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის დროს, რადგან ნიორს უძლიერესი ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ხოლო ტუხტი ეფექტური ამოსახველებელი საშუალებაა.