პენიცილინის ალტერნატივა
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მხოლოდ რამდენიმე ნატურალური ინგრედიენტის კომბინაციით შესაძლებელია ძალზედ სასარგებლო საშუალების მიღება, რომელიც პენიცილინს საკუთარი ეფექტურობით აღემატება, თანაც მისთვის გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. ამ საშუალების დასამზადებლად თქვენ მხოლოდ 3 ნატურალური ინგრედიენტი და შესაბამისი ზომის ჭურჭელი დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- 5-7 თავი ნიორი;
- 3 ს.კ. ტუხტის (ალთეს) ფხვნილი (შეიძინეთ აფთიაქებში);
- თხევადი ნატურალური თაფლი.
მომზადება:
- გაასუფთავეთ ნიორი კანისგან და გაატარეთ ხორცსაკეპში.
- მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ ტუხტის, იგივე ალთეს ფხვნილი, რომლის შეძენასაც შეძლებთ აფთიაქებში.
- ნარევი გადაიტანეთ 0,5 ლიტრიან მინის ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით თაფლი, რომ ქილა გაივსოს.
მზა ნარევი შედგით მაცივარში და დააყოვნეთ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დობანდის გამოყენებით. გადაწურული მასა უნდა მიიღოთ დღეში 2 ჩ.კ. ოდენობით ერთ ჭიქა წყალთან ერთად, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ნივრის სიროფის სასარგებლო თვისებები
მოცემული ნარევი გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. ძველად მას იყენებდნენ ძლიერი ხველის დასამარცხებლად, თუმცა დროთა განმავლობაში მას მოუძებნეს მრავალი სხვა საჭირო დანიშნულება.
ნივრის ეს სიროფი სტიმულირებს იმუნურ სისტემას. ალიცინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს ნიორი, ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ნიორზე დაფუძნებული ეს ნარევი ეფექტურად ამცირებს არტერიულ წნევას და ცუდი ქოლესტერინის დონეს, ძალიან სასარგებლოა სახსრების ტკივილის დროსაც.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ ძალიან სასარგებლო საშუალების არსებობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!