ნიორში შემავალი ნივთიერება ალიცინი - ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც უმკლავდება ანთებას, ამარცხებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს, აძლიერებს იმუნიტეტს. თუ ამა თუ იმ სახით ნიორს ყოველდღე მიირთმევთ, წნევა 15 ერთეულით დაიკლებს.
ნიორი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ინახება, 8 თვეში კარგავს ფიტოციდურ თვისებებს. იმისათვის, რომ მისი თვისებები შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, ხალხური მედიცინა გვთავაზობს ნაყენებისა და ელექსირების სხვადასხვა რეცეპტს ნივრის გამოყენებით.
ნივრის ნაყენი სპირტით
- დაჭყლიტეთ 350 გ სუფთა ნიორი(ამოაცალეთ გულებიც). დაუმატეთ მიღებულ ფაფას 200 მლ სამედიცინო სპირტი. გადაასხით ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ 10 დღით ბნელ ადგილას. ამის შემდეგ გაწურეთ და გააჩერეთ კიდევ 3 დღე. მიიღეთ ცივ რძესთან ერთად(30 გ 1 მიღებაზე) ყოველდღე, ჭამამდე, 10 დღის მანძილზე.
ეს საშუალება წმენდს ორგანიზმს ჭარბი ცხიმებისა და ცხიმოვანი ფენებისგან, წმენდს სისხლძარღვებს, დევნის პარაზიტებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლას, აძლიერებს იმუნიტეტს. - ნივრის ნაყენი წითელ ღვინოზე
აიღეთ 12 კბილი ნიორი და 750 წითელი მშრალი ღვინო. გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური ღვინო და ნიორი, არაიმპორტირებული. ყოველი კბილი ნიორი დაჭერით 4 ნაწილად და მოათავსეთ შუშის გამჭვირვალე ქილაში, დაასხით ღვინო, დაახურეთ. დადგით ფანჯარაზე 2 კვირით.
ყოველდღე შეანჯღრიეთ. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ და მოათავსეთ ბნელ ჭურჭელში. მიღებამდე ისევ გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. ჭამამდე 5-6 წუთით ადრე, 30 დღის მანძილზე.
ღვინო და ნიორი აძლიერებს ერთმანეთის სასარგებლო თვისებებს. ნაყენი დევნის ორგანიზმიდან მარილებს, აძლიერებს გულის სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლის შედედებას და წმენდს სისხლის შემადგენლობას. - ლიმონით, თაფლისა და ნივრის ნაყენი
დაჭყლიტეთ 4 თავი ნიორი, კუბებად დაჭერით 6 ც ლიმონი. შეურიეთ ამ ყველაფერს 200 გ თაფლი. მიღებული მასა მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში და გაავსეთ მდუღარე წყლით. გააჩერეთ მაცივარში 4 დღით. მიირთვით საუზმემდე 20 წუთით ადრე. დაიწყეთ 1/4ჭიქით, შემდეგ გაზარდეთ დოზა ჭიქის ნახევრამდე.
ნიორი ლიმონთან ერთად ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას, გაშორებთ ქოშინს, ზრდის ორგანიზმის საერთო ტონუსს.