ნიორში დიდი რაოდენობით ალიცინია - ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც უმკლავდება ანთებას, კლავს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს და აძლიერებს იმუნიტეტს. თუ ამა თუ იმ სახით ნიორს ყოველდღიურად მიითმევთ, წნევა 15 ერთეულით დაიწევს.
ნიორი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ინახება, 8 თვის შემდეგ სრულიად კარგავს ფიტონციდურ თვისებებს. იმისათვის, რომ მისი სასწაულებრივი ეფექტი გააძლიეროთ, ხალხური მედიცინა გვთავაზობს სხვადასხვა რეცეპტს ნაყენისა თუ ელექსირების სახით, რომლებსაც დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია გაგაცნობთ.
- ნივრის ნაყენი სისხლძარღვების გასაწმენდად
დანაყეთ 350 გ ნიორი. მნიშვნელოვანი მომენტი: სანამ ნიორს დანაყავდეთ, მოაშორეთ მის შუაგულში არსებული მომწვანო ნაწილი. დაუმატეთ მიღებული ფაფისებრი მასა 200 მლ სამედიცინო სპირტს. ახლა გადაასხით ყველაფერი თავსახურიან ბოთლში და დადგით 10 დღით ბნელ ადგილას. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ სქელ მარლაში და გააჩერეთ კიდევ 3 დღით. მიიღეთ ცივ რძესთან ერთად(60 გ 1 ულუფა) ყოველდღე, ჭამამდე. მიიღეთ 10 დღის განმავლობაში.
ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად ჭარბი ცხიმისა და ფენებისგან, სისხლძარღვების გასაწმენდად, პარაზიტების მოსაშორებლად, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. - ნივრის ნაყენი წითელ ღვინოსთან ერთად
აიღეთ 12 კბილი ნიორი და 750 მლ წითელი მშრალი ღვინო. გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური ღვინო და ნიორი. ყოველი კბილი ნიორი დაჭერით 4 ნაწილად, მოათავსეთ გამჭვირვალე შუშის ჭურჭელში, დაასხით ღვინო და დაახურეთ. დადგით ფანჯარასთან 2 კვირით.
ყოველდღე შეანჯღრიეთ მაყენი. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ ნაყენი და მოათავსეთ ბნელ ჭურჭელში. ახლა მხოლოდ ისღა დაგრჩათ, რომ გაწუროთ ნაყენი მიღებამდე. მიიღეთ ჭამამდე 5-7 წუთით ადრე, 30 დღის განმავლობაში.
ღვინისა და ნივრის კომბინაცია აძლიერებს ორივე პროდუქტის სასარგებლო თვისებებს. ნაყენი გამოდევნის ჭარბ მარილს სახსრებიდან, აძლიერებს გულის სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის შედედებას და წმენდს სისხლის შემადგენლობას. - ნაყენი ლიმონით, თაფლითა და ნივრით
დანაყეთ 4 თავი ნიორი. დაჭერით კუბებად 6 ცალი ლიმონი. შეურიეთ ეს ყველაფერი 200 გ თაფლს. მიღებული მასა გადაასხით სამლიტრიან ქილაში და გაავსეთ ადუღებული, თბილი წყლით. გააჩერეთ მაცივარში 4 დღით. მიიღეთ მიღებული ნაყენი საუზმემდე 20 წუთით ადრე. დასაწყისში რეკომენდებულია 1/4 ნაწილი ჭიქა, შემდეგ დოზა აიყვანეთ ნახევარ ჭიქამდე.
ნიორი ლიმონთან და თაფლთან ერთად ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, მოგაშორებთ ქოშინს, აამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.