» » » პირველადი დახმარება გონების დაკარგვის დროს: ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს

პირველადი დახმარება გონების დაკარგვის დროს: ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს

თუ ოდესმე გინახავთ, როგორ ითიშება ადამიანი უეცრად და ეცემა ძირს, ესე იგი იცით, რა საშიში რამაა ეს. გინდათ ადამიანის გადარჩენა, მაგრამ ყოველთვის არაა ცოდნა საკმარისი იმისათვის, რომ მიხვდეთ, როგორ მოიქცეთ, თუ თქვენ ექიმი არ ხართ ან არ გაგივლიათ პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები.

რა არის გონების დაკარგვა
ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს(გონების ხანმოკლე დაკარგვა, განპირობებული ტვინში სისხლის მიმოქცევის დროებითი დარღვევით) და ამ მდგომარეობაში არ რეაგირებს არც ხმებზე, არც რხევაზე და გეგონებათ, რომ სძინავს. ასეთი მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე წამით ან უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს.

გონების დაკარგვის მიზეზები


გონების დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს დაცემის დროს თავის დარტყმამ ან უბედური შემთხვევის დროს თავის ტრავმამ. ასევე, არსებობს სხვა შესაძლო მიზეზებიც:
  • სისხლში შაქრის მკვეთრი დაცემა;
  • არტერიული წნევის შემცირება;
  • გულის პრობლემები;
  • კრუნჩხვები, ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა;
  • გაუწყლოება;
  • ალკოჰოლური მოწამლვა;
  • ნარკოტიკების დოზის გადაჭარბება;
  • სისხლის დაკარგვა მნიშვნელოვანი რაოდენობით.
არსებობს ნიშნები, რომლებიც მიანიშნებს გონების დაკარგვაზე. ისინი უნდა იცოდეთ, რომ დროულად მოახდინოთ რეაგირება. ეს მეტყველების უეცარი პრობლემები, პასუხის გაცემის უუნარობა, გახშირებული გულისცემა და თავბრუსხვევაა.

პირველადი სამედიცინო დამხარების აღმოჩენა
თუ შემთხვევით შეესწარით ადამიანის გონების დაკარგვას, პირველადი დახმარება მაშინვე უნდა გაუწიოთ, სანამ გონს არ მოვა. როგორ უნდა მოიქცეთ?


  1. შეამოწმეთ სუნთქვა და პულსი.
  2. თუ ორივე აღინიშნება, გულისრევა კი არაა, ფრთხილად დააწვინეთ ადამიანი იატაკზე, ზურგზე, წამოუწიეთ ფეხები გულის დონეზე უფრო მაღლა. ოღონდ - თუ ინსულტზე ოდნავი ეჭვი მაინც გაქვთ, ფეხები არ წამოწიოთ!
  3. თუ ღებინება აღინიშნება, გადმოაბრუნეთ ადამიანი გვერდზე.
  4. შეასხით ან დაბანეთ პირი ცივი წყლით.
  5. უზრუნველყავით ჟანგბადის მიწოდება - შეუხსენით ქამარი, საყელო, ნებისმიერი მოჭერილი ტანსაცმელი. გახსენით ფანჯარა, ხალხი გააცალეთ.


თუ ადამიანი გონს მოვიდა, ნელა ჩამოაჯინეთ და დაალევინეთ თბილი ჩაი, დააზუსტეთ, შაქრით უნდა თუ უშაქროდ. არ იჩქაროთ მისი ფეხზე წამოყენება.
თუ ადამიანი რამდენიმე წუთის მანძილზე არ მოდის გონს, თქვენ კი დარწმუნდით, რომ სუნთქავს და პულსიც არინიშნება, მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.