» » როგორ მოვიქცეთ სიცხეში: ინსტრუქცია გადარჩენისთვის ექიმ კომაროვსკისგან

როგორ მოვიქცეთ სიცხეში: ინსტრუქცია გადარჩენისთვის ექიმ კომაროვსკისგან

ერთნი მოუთმენლად ელიან ზაფხულის ცხელ დღეებს, მეორენი კი, ცხელი დღეების დადგომისთანავე ვეღარ პოულობემ ადგილს, უფრთხიან ანომალურ ტემპერატურას. სითბო და მზე დიდი რაოდენობით საფრთხეს მოიცავს, მათი თავიდან აცილება კი გაცილებით მარტივია, ვიდრე დიდხანს და შეუპოვრად ბრძოლა მათ მიერ გამოწვეულ შედეგებთან. თუ წარმოიქმნდა საგანგაშო სიმპტომები, ფიქრის დრო არ არის!

საუკეთესო დახმარება გადახურებისა და სითბური დარტყმის დროს - ესაა ზაფხულის პერიოდში ქალაქგარეთ წასვლა, სადაც უფრო მეტი სიმწვანეა, მდინარეები, ტბები თუ ჩანჩქერები კი ჰაერს მსუბუქსა და გრილს ხდის. სამწუხაროდ, ზაფხულში ქალაქგარეთ გასვლა ყველას არ შეუძლია, ჩახუთულ ბეტონის ჯუნგლებში გადარჩენა კი ყველამ უნდა ისწავლოს.



რა თმა უნდა, სითბური დარტყმის აღკვეთა უფრო მარტივია, ვიდრე მისი შედეგების მოშორება. თუმცა, თუ უსიამოვნო სიტუაცია თავიდან ვერ აიცილეთ, რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა აღმოუჩინოთ პირველადი დახმარება მას, ვინც ტემპერატურას ვერ გაუძლო, ასევე, გასწავლით, თუ როგორ უნდა იგრძნოთ თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ ქალაქის ჩახუთულ პირობებში.

როგორ უნდა მოიქცეთ სითბური დარტყმის დროს
გადახურების მიზეზები სხვადასხვაა და ყოველთვის როდია მაღალი ტემპერატურით გამოწვეული: უჰაერობა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ორგანიზმში ტენის უკმარისობა.. ჯამში, სითბური დარტყმის მიზეზი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან იგი ერთნაირად საშიშია იმ ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, რომლებმაც გამოიწვია.

სითბური დარტყმა ჰაერიდან არ ჩნდება! მას წინაპირობაც აქვს - თერმული გამოფიტვა, რომლის პირველი ნიშნებიც მეტყველებს: ორგანიზმი ვერ უმკლავდება თერმორეგულაციას, საჭიროა გადაუდებელი დახმარება.

თერმული გამოფიტვის სიმპტომები
  1. უფერული, წებოვანი, ცივი კანი;
  2. თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და თვალთდაბნელება;
  3. გაძლიერებული ოფლდენა;
  4. სისუსტე და გონების დაბინდვა;
  5. გულისრევა და მსუბუქი ღებინება;
  6. ტახიკარდია, კუნთის სპაზმები და დაჭიმულობა;
  7. შარდის გამუქება.


თუ თერმული გამოფიტვის სტადიაზე ყურადღება არ გამახვილდა და საქმე სითბურ დარტყმამდე მივიდა, მისი სიმპტომები გაცილებით აგრესიულია, დაზარალებულს კი გადაუდებელი დახმარება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ არამხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ მისი სიცოცხლეცაა.

სითბური დარტყმის ნიშნები
  1. სხეულის ტემპერატურა 40 °С+
  2. გონების დაკარგვა
  3. სუნთქვის გართულება
  4. ჭარბი ღებინება
  5. გულის რითმის დარღვევა
  6. შინაგანი ორგანოების დაზიანება ტემპერატურული შოკის გამო
  7. ტვინის ფუნქციის შეზღუდვა


იმისათვის, რომ ბოროტმა სიცხემ გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

სითბური დარტყმის პროფილაქტიკა
  1. თუ ხანში შესული, ფეხმძიმე, ჰიპერტონიკი ან რომელიმე რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი ხართ, ეცადეთ, გაატაროთ დღის პირველი ნაწილი სახლში. 12-16 საათამდე მზე მაქსიმალურად აქტიურობს, ამიტომ მოაგვარეთ საქმეები ან დილით, ან საღამოს.
  2. თუ მზის გულზე აპირებთ მუშაობას დღის ყველაზე ცხელ დროს, აუცილებლად ჩაიცვით გრძელმკლავიანი მაისური და შარვალი, არა შორტები! მსუბუქ ტანსაცმელში, რომელიც მთელს სხეულს ფარავს, სხეულის ტემპერატურა 37 °С-ს არ აღემატება მაშინ, როცა სხეულის გახსნილი ნაწილები კრიტიკულ ნიშნულამდე ცხელდება.
  3. წყალი, წყალი და ისევ წყალი! მიჰყევით მარტივ წესს: თუ არ ხართ დაკავებული ფიზიკური აქტივობებით, მიირთვით ოდნავ დამარილებული წყალი 0.5 ლ-ს ოდენობით, ყოველ საათში. თუ აქტიურად ხართ დაკავებული ფიზიკური აქტივობით, ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება 1 ლ სითხე მაინც ყოველ საათში.
  4. არ მიირთვათ ბევრი, განსაკუთრებით სიცხეში. ზაფხულში ორგანიზმი არ ებრძვის გადაცივებას, ამიტომ აუცილებელია საკვების მიღების შემცირება, ძირითადად, მძიმე, ცხიმიანი და ცხარე საკვებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სითბური დარტყმის გარდა, პანკრეატიტსაც მიიღებთ.
  5. ალკოჰოლური სასმელები გადადეთ საღამოსთვის, რადგან ისინი ორგანიზმს აუწყლოებს.


გადახურების საწყის ეტაპებზე უსიამოვნო სიმპტომების განვითარება შეგიძლიათ შეაჩეროთ, თუ სწორ დახმარებას აღმოაჩენთ.

თვითდახმარება თერმული გამოფიტვის დროს
  1. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - შეწყვიტოთ ფიზიკური აქტივობა;
  2. მეორე - მოერიდეთ მზეს და გადადით ჩრდილში, გრილ ოთახში ან მსუბუქ ორპირში;
  3. აუცილებლად დაიდეთ შუბლზე ცივ წყალში ამოვლებული პირსახოცი ან ხელსაწმენდი;
  4. ექიმები გვირჩევენ 1-2 ჭიქა ოდნავ დამარილებული წყლის მიღებას, რათა აღვკვეთოთ შესაძლო გაუწყლოება და ორგანიზმს საკმარისი სითხე მივაწოდოთ თერმორეგულაციის აღსადგენად;
  5. ასევე, შეგიძლიათ დალიოთ რეგიდრონი ან სპორტული იზოტონიკი. სასმელები, რომლებიც ელექტროლიტებით მდიდარია, დაგეხმარებათ ჯანსაღი მეტაბოლიზმის აღდგენასა და ნერვული სისტემის ფუნქციონირების გამოსწორებაში.


თუ შემთხვევითმა გამვლელმა დაკარგა გონება თქვენ თვალწინ, მიჰყევით ამ მარტივ რეკომენდაციებს. სწორი პირველადი დახმარების აღმოჩენით, თქვენ დაშავებულს არ მისცემთ გარდაცვალების საშუალებას სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

პირველადი დახმარება სითბური დარტყმის დროს
  1. თუ დაშავებულმა დაკარგა გონება, ოდნავ შეანჯღრიეთ მხრებით, ლოყებზე მსუბუქად მოარტყით ხელი და ჰკითხეთ, რა მოუვიდა. თუ იგი არ გპასუხობთ, დაუყოვნებლივ შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა. თუ არა - მაშინვე შეუდექით გულ-ფილტვის მასაჟებს.
    თუ ადამიანი 2-4 სუნთქვით ციკლს ასრულებს 10 წამში, მიეცით მას საშუალება, ისუნთქოს სუფთა ჰაერი, მოათავსეთ იგი გრილ ადგილას. გაუხსენით ვიწრო ტანსაცმელი(ჰალსტუხი, საყელო, ქამარი), დააწვინეთ იგი გვერდზე მოხრილი ხელითა და ფეხებით, დაელოდეთ სასწრაფოს მოსვლას დაშავებულთან ერთად.

  2. შემოაწყვეთ დაშავებულს ყინულით სავსე პაკეტები, რომლებიც თხელ ზეწარშია გახვეული, დაადეთ ნოტიო კომპრესი შუბლზე ან ჩააწვინეთ იგი ცივ წყალში. ასე გამოფიტულ ორგანიზმს მისცემთ საშუალებას, სწრაფად აღადგინოს თერმორეგულაცია.

  3. მთავარი სითხის მიღებაა. დაალევინეთ დაშავებულს ნებისმიერ ფასად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გონზეა და არ აღებინებს.

  4. გახსოვდეთ, ხშირად, ხნიერ ადამიანებში თერმული დარტყმის უკან იმალება ინსულტი. ამიტომ, შეისწავლეთ ამ დაავადების სიმპტომებიც, რათა აღმოაჩინოთ პირველადი დახმარება სწორად. თითოეული წამი მნიშვნელოვანია!


ამ სიმპტომებისა და წესების შესწავლით, ერთ დღეს თქვენ სიცოცხლეს გადაარჩენთ. სწორედ ამიტომ, გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.