» » » ინსულტის ადრეული ნიშნები: ცოდნა, რომელმაც შეიძლება თქვენი სიცოცხლე იხსნას.

ინსულტის ადრეული ნიშნები: ცოდნა, რომელმაც შეიძლება თქვენი სიცოცხლე იხსნას.

ინსულტი - ესაა სისხლძარღვების კატასტროფა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტვინის ქსოვილის დაზიანებით და ფუნქციების დარღვევით. მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს: ტვინის რომელიმე ნაწილში სისხლის არასაკმარისი მიწოდება, ემბოლია ან თრომბოზი, რომელიც სისხლის, სისხლძარღვების და გულის დაავადებასთან არის დაკავშირებული. 



როგორია ინსულტის პირველი ნიშნები, ყველამ უნდა იცოდეს, რომ უბედურება სწრაფად შეამჩნიოს და სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინოს. რადგან ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. 

ინსულტის პირველი ნიშნები

  1. მოულოდნელი უმიზეზო თავის ტკივილი

  2. კუნთებში სისუსტის გამოვლენა და/ან სხეულის ნაწილის (სახე, ფეხი, ხელი) ნაწილობრივი ან მთლიანი გაშეშება. 

  3. მხედველობის გაუარესება, შესაძლოა, თვალებში გაორება. 

  4. არათანმიმდევრული საუბარი. 

  5. წონასწორობის უეცარი დაკარგვა, ხშირად ახლავს გულისრევა და გონების დაკარგვა. 




თუ ზემოთ აღნიშნული ნიშნები შენიშნეთ - განგაში ატეხეთ და დაუყონებლივ იმოქმედეთ!

პირველი დახმარება ინსულტის დროს
  1. პირველ რიგში აუცილებლად სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეთ - ინსულტის დროს პროფესიონალის სწრაფად დახმარება არის საჭირო. 

  2. დარწმუნდით, შეუძლია თუ არა ავადმყოფს სუნთქვა! თუ სუნთქვის დარღვევა შენიშნეთ - სასუნთქი გზები გაათავისუფლეთ, დააწვინეთ ავადმყოფი მხარზე და პირი გაუთავისუფლეთ. 

  3. ავადმყოფი უფრო კომფორტულ მდგომარეობაში გადაიყვანეთ. ეს უნდა და აუცილებელია რომ გააკეთოთ. პოპულარული აზრი, ინსულტის დროს პაციენტის გადაადგილება არ შეიძლება - მითია!

  4. თუ გაქვთ შესაძლებლობა, არტერიული წნევა გაუზომეთ და მაჩვენებლები ჩაიწერეთ. 



  5. აუცილებელია გახსოვდეთ, როდის მოხდა ინსულტი. სცადეთ გაიგოთ, ბოლოს პაციენტი მწვავე მდგომარეობის სიმპტომების გარეშე როდის იყო. 

  6. პაციენტს წყალი ან საკვები არ უნდა მისცეთ. ეს მდგომარეობას გააუარესებს. 



  7. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ მედიკამენტები!

  8. არტერიული წნევის დაწევაც არ ღირს. ინსულტის პირველ საათებში მაღალი წნევა - ნორმალურია, თავის ტვინის ადაპტაციასთან არის დაკავშირებული.




და გახსოვდეთ, რომ ინსულტის დაწყებიდან პირველი საათის განმავლობაში პაციენტს შეიძლება გადაუდებელი თერაპია - თრომბოლიზი ჩაუტარდეს. ამასთან ვენაში შეყავთ მედიკამენტი, რომელიც ხსნის შედედებულ სისხლს, რომელიც ტვინის არტერიას ბლოკავს. ამით აქრობს ან მნიშვნელოვნად ამცირებს ტვინის დარღვევას. 



აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს ნიშნები და ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში სწორად იმოქმედონ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.