» » » ღირს თუ არა ნერვიულობად: რას წარმოადგენს წითელი ხალები მოხუცებულის კანზე

ღირს თუ არა ნერვიულობად: რას წარმოადგენს წითელი ხალები მოხუცებულის კანზე

პატარა წითელი ლაქები, რომლებიც უეცრად ჩნდება სხეულზე, ბევრს აშინებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც სტკივათ და არც დისკომფორტს ქმნიან, უბრალოდ ეს ხალები არაესთეტიკურად გამოიყურება. რატომ ჩნდებიან და საფრთხეს წარმოადგენენ თუ არა ისინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის? მოდით, გავერკვეთ.



ეს პატარა ალისფერი წარმონაქმნები სიბერის (ალუბლის) ანგიომის სახელითაა ცნობილი. ხშირად, ისინი ჩნდება კისერზე, მკერდსა და ზურგზე, თუმცა, მათი შემჩნევა სხეულის სხვა ნაწილებშიცაა შესაძლებელი.
ღირს თუ არა ნერვიულობად: რას წარმოადგენს წითელი ხალები მოხუცებულის კანზე

ალუბლის ანგიომის გაჩენის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია და, ჩვეულებრივ, ასეთი ხალები ადამიანს 40+ ასაკში უჩნდება.


ხშირ შემთხვევაში, ეს წარმონაქმნები არ მოითხოვს მკურნალობას. თუ ალუბლის ანგიომა დისკომფორტს გიქმნით ესთეტიკური კუთხით, არსებობს რამდენიმე საშუალება ამ პრობლემისგან გათავისუფლებისთვის:

  1. ელექტროქაუტერიზაცია: პროცედურა გულისხმობს ანგიომის მოწვას ელ.დენის გამოყენებით, რომელსაც ძალიან პატარა ზონდი გამოყოფს.


  2. კრიოქირურგია: მოიცავს ანგიომას მოყინვას აზოტით მის განადგურებამდე. ითვლება სწრაფ და, შედარებით, მარტივ მეთოდად ახალწარმონაქმნის მოშორებისთვის.


  3. ლაზერული ქირურგია: ანგიომის მოშორება იმპულსური ლაზერის დახმარებით.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
თუ ანგიომის გარე ზედაპირზე რაიმე სახის ცვლილებები შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. დიდი რაოდენობით ხალების მოულოდნელი გაჩენაც ჯანმრთელობის პრობლემების ნიშანი შეიძლება იყოს. ექიმმა უნდა გამორიცხოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა კანის კიბო და სხვა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.