მათი გაჩენის მიზეზი პაპილომა ვირუსია, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეს შეიძლება ძალიან მარტივად გადაეცეს: სქესობრივი აქტით, სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთის გამოყენებისას ან სულაც ხელის ჩამორთმევის შედეგად.
თუ ეს ახალწარმონაქმნები სახის კანზე, განსაკუთრებით კი თვალებს გარშემო ჩნდება, მათ მოსაშორებლად უმჯობესია, სპეციალისტს მიმართოთ. ყველა სხვა შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ბუნებრივი, ნატურალური მეთოდები და საშუალებები. დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ყველა მეთოდი ძალიან ეფექტურია, რაც დროითაა დამტკიცებული.
როგორ მოვიშოროთ პაპილომები
- ქრისტესსისხლას წვენი
ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, თანაც ეფექტური მეთოდია პაპილომების მოსაშორებლად. ყოველ 2-3 საათში ერთხელ ქრისტესსისხლას წვენში დასველებული ბამბით კარგად დაიმუშავეთ პაპილომები. რამდენიმე დღეში თქვენ შენიშნავთ, თუ როგორ იცვლის ფერს კეთილთვისებიანი წამონაზარდი, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ის თავად მოგძვრებათ. - კარტოფილის წვენი
პაპილომებით დაინფიცირებული სხეულის მონაკვეთები შეგიძლიათ დაიმუშავოთ კარტოფილის წვენითაც. მოიექცით ასე დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ და დაახლოებით 1 კვირაში სასიამოვნო ცვლილებები უკვე თვალსაჩინო იქნება. განაგრძეთ მკურნალობის ეს მეთოდი პაპილომების სრულ მოშორებამდე. - E ვიტამინი
შეიძინეთ აფთიაქში E ვიტამინის კაფსულები, დაჩხვლიტეთ ნემსით და მასში არსებული ბლანტი კონსისტენციის მქონე სითხით კარგად დაიმუშავეთ პაპილომები დღის განმავლობაში 2-ჯერ. სასიამოვნო შედეგი თვალსაჩინო დაახლოებით 1 კვირიდან 2 კვირამდე ვადაში იქნება. - ჯანჯაფილი
როგორ დავამარცხოთ პაპილომები ჯანჯაფილის გამოყენებით? შუაზე გაჭრილი ნედლი ჯანჯაფილის ფესვით ყოველდღიურად დაიმუშავეთ ეს ახალწარმონაქმნები 2 კვირის განმავლობაში. ნელ-ნელა ისინი ზომაში შემცირდება, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად მოგძვრებათ. - ჩაის ხის ზეთი
2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი, რომლის შეძენასაც ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ, დაიტანეთ ბამბის დისკზე და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ პაპილომები. გამოიყენეთ ეს საშუალება დღეში 3-ჯერ, 10 დღის განმავლობაში და პაპილომებისგან კვალიც კი არ დარჩება. - ვაშლის ძმარი
პროცედურის დაწყებამდე პაპილომების გარშემო კანი დაიმუშავეთ კრემით ან მცენარეული ზეთით. ამის შემდეგ ვაშლის ძმარში დასველებული ბამბის დისკი დაიფინეთ ახალწარმონაქმნზე და პლასტირის გამოყენებით დაიფიქსირეთ ის. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ დაახლოებით 30 წუთით. 6-7 საათის შემდეგ რეკომენდებულია პროცედურის გამეორება. მოიქეცით ასე ყოველდღიურად სასურველი შედეგების მიღებამდე. - ლიმონის წვენი
ეს ციტრუსი შეიცავს ლიმონმჟავას, რომელიც საკმაოდ ეფექტურია პაპილომების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩაალბეთ ბამბის დისკი ლიმონის წვენში და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ პაპილომები. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ. კურსის ხანგრძლივობა - სასურველი შედეგის მიღებამდე.
ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ჯანმრთელობას!