ყველა ქალი ვერ იამაყებს იდეალური კანით. ბევრს სახეზე აქვს არასასურველი მეჭეჭები და ხალები. როგორ შეიძლება მათი მოშორება? შეიძლება მივმართოთ პლასტიკურ ქირურგიას ან ხალხურ რეცეპტებს.
- ბუნებრივი საშუალება, რომელიც მოგვაშორებს მეჭეჭებს და ხალებს არის ქრისტესისხლა. მცენარე უნდა მოვკრიფოთ და მისი ყვითელი წვენი წავისვათ ხალზე ან მეჭეჭზე დღეში 3-ჯერ. ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ სანამ არასასურველი კანის წარმონაქმნები არ გაქრება.
- კიდევ ერთი კარგი საშუალება ხალების და მეჭეჭების წინააღმდეგ ძმარმჟავაა. ყოველდღე მეჭეჭს დავაწვეთოთ კანის ჯანმრთელ ზონებს. თუ ყველაფერს სწორად და რეგულარულად გავაკეთებთ მეჭეჭი მალევე გაქრება.
- ცნობილია ნივრის სამკურნალო თვისებები ხალების და მეჭეჭების წინააღმდეგ 1 კბილი ნიორი უნდა წავისვათ დაზიანებულ ადგილას და ფრთხილად ვუყუროთ კანის რეაქციას.
- ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ კომპლექსური მეთოდი - გავხეხოთ ნიორი, შევურიოთ ძმარმჟავას და მოვზილოთ, როგორც კვერი. შემდეგ, ეს კვერი კოპრესივით ღამით დავიდოთ მეჭეჭზე.
- პროპოლისი არის საშუალება რომელსაც უკვე დიდი ხანია იყენებენ მეჭეჭების წინააღმდეგ. მკურნალობის წინ მეჭეჭი უნდა შევარბილოთ. შემდეგ ზედ დავადოთ პროპოლისისგან დამზადებული კვერი. კომპრესი კარგად უნდა დავიმაგროთ და ვატაროთ 3-4 დღე.
- მეჭეჭების სამკურნალოდ გამოიყენება ამპურა. ამისთვის აუცილებელია დავჭრათ ამპურას ერთი ნაყოფი, მეჭეჭზე დავიდოთ და დავიტოვოთ 24 საათი. ერთი კვირის განმავლობაში ჩავიტაროთ ეს პროცედურა და მეჭეჭი გაქრება.
- მეჭეჭის მოშორება შეიძლება ჩაის ხის ზეთით.
- მეჭეჭის მოშორებაში მოგვეხმარება კალანჰოეს ახლად მოკრეფილი ფოთლები. ფოთლები უნდა დავიდოთ მეჭეჭზე და დოლბანდით შევიხვიოთ. 3-4 პროცედურა სავსებით საკმარისია. უმჯობესია ფოთლები ღამით დავიდოთ.