47 წლის რიზა ჰირაკო
50 წლის მიზუტანი მასაკო
იაპონელების შემყურე, იქმნება წარმოდგენა, თითქოს მათ სამუდამო ახალგაზრდობის საიდუმლო იპოვეს. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ რა ხრიკებსა და ბიუთი-პროცედურებს მიმართავენ ისინი 40 და 50 წლის ასაკში, რომ 20 წლით ახალგაზრდად გამოიყურებიან.
- იაპონური კამელიას ზეთი
ეს ნატურალური საშუალება მდიდარია ოლეინის მჟავით, А, D და Е ვიტამინებით, მცენარეული კოლაგენით, ასევე, საკვები ცხიმოვანი მჟავებით. იაპონური კამელიას ზეთი მარტივად აღწევს ეპიდერმისში, ატენიანებს კანს, ზრდის მის ელასტიურობას და გაშორებთ ნაწიბურებს. ამასთან, იგი იცავს კანს თავისუფალი რადიკალების გავლენისგან და ეფექტურად ებრძვის დაბერების ხილულ ნიშნებს.
კამელიას ზეთი რეკომენდებულია სახის მასაჟისთვის. პროცედურის შემდეგ დაიფარეთ სახეზე სველი პირსახოცი 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. - ბრინჯის წყალი
ბრინჯი იაპონელების რაციონის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. თუმცა, ეს კულტურა ფართოდ გამოიყენება არამხოლოდ კულინარიაში, არამედ კოსმეტიკაშიც. ბრინჯის წყალი ხსნის ანთებას, აქვს აღმდგენი მოქმედება(რაც ძალიან სასარგებლოა დერმატიტის დროს), ასევე, დაგეხმარებათ პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლაში.
ბრინჯის წყლის მოსამზადებლად დაასხით მუჭა ბრინჯს ჭიქა წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთით. ხარშეთ ბრინჯი 10 წუთის მანძილზე, შემდეგ გადაასხით წყალი და გააგრილეთ. სითხე თბილ ადგილას 1 დღით გააჩერეთ, რათა ფერმენტირების პროცესი დაიწყოს. 24 საათის შემდეგ წამოადუღეთ წყალი.
დაიბანეთ ამ წყლით სახე ყოველ დილა-საღამოს. - წყალმცენარეები