საუკეთესო ზეთები სახისთვის
- აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთს, ხშირად, თმის, წარბებისა და წამწამების გასაძლიერებლად იყენებენ. თუმცა, თვალის ირგვლივ კანისთვის იგი ძალიან სასარგებლოა. ეს ზეთი შეიცავს ოლეინის, ლინოლის, რიცინოლის მჟავებს, რომლებიც სწრაფად აითვისება. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, არ ქმნის ცხიმოვან ფენას სახეზე გაშრობის შემდეგ. - ზეითუნის ზეთი
ეს უნივერსალური საშუალებაა. მისი შინაგანად მოხმარება სასარგებლო კი არა, აუცილებელიცაა. ზეითუნის ზეთი ატენიანებს, თუმცა ნაკლებად კვებავს კანს. გარდა ამისა, იგი ითვლება ბაზად, მისი კომბინირება ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებასთან შეგიძლიათ. მაგალითად, რამდენიმე წვეთის დამატება ღამის კრემში. - სელის ზეთი
სელის ზეთი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ შეიცავს ცილას. ამით განპირობებულია მისი მაახალგაზრდავებელი ეფექტი სახის კანზე.
რეგულარული გამოყენებისას სელის ზეთს ეფექტური ლიფტინგის თვისებაც აქვს. სახის წამოწეული ოვალი ოპერაციის გარეშე - ის, რაზეც უამრავიქალი ოცნებობს. - ასკილის ზეთი
ასკილის ზეთი 15 სახის და მეტ ცხიმოვან მჟავას შეიცავს. დიდი მასური წილი მოდის ლინოლისა და ლინოლენურ მჟავაზე, რომლებიც ზრდის ეპიდერმისის დამცავ ძალებს. ეს ზეთი მდიდარია ვიტამინი A-თი, რომელიც ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს სახეზე, და ვიტამინი C-თი, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და კვებავს მას ჟანგბადით. - ქაცვის ზეთი
ქაცვის ზეთი შეიცავს ფოსპოლიპიდებს, რომლებიც აღადგენს ქსოვილებში ცხიმოვან მიმოცვლას. მისი გამოყენების შემდეგ კანი არ ხდება ცხიმიანი და არ ბრწყინავს. იგი, ასევე, მდიდარია სტერინებით, ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებით, რომელსაც ანტისეპტიკური თვისება აქვს.
ქაცვის ზეთის ხილის მჟავები წარმოქმნის მაახალგაზრდავებელ და მკურნალ ეფექტს: ასწორებს კანის ფერს, ახორცებს ჭრილობებს, ხსნის გაღიზიანებას. - ქოქოსის ზეთი
კანზე მაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს მირისტინისა და ლაურინის მჟავები, რომლებსაც ქოქოსის ზეთი შეიცავს. ფოლიუმის მჟვა და ტიამინი ებრძვის გამონაყარსა და მუწუკებს.
ასევე, ქოქოსის ზეთს იყენებენ დამწვრობის წინააღმდეგ. იგი აღადგენს და აახლებს კანს უჯრედულ დონეზე.