აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.
მოცვში უხვადაა C ვიტამინი. ის არის ბოჭკოს მდიდარი წყარო. ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და არტერიებსა და ვენებს სიჯანსაღეს უნარჩუნებს. ეს კი აცოცხლებს და პრობლემებისგან იცავს კანს.
ებრძვის დაბერების ნიშნებს.
მოცვის ცოცხალ ნაყოფში შემავალი C ვიტამინი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. კოლაგენი კანს ელასტიურობას და ფერს აძლევს. მოცვში უხვადაა ანტიოქსიდანტი პოლიფენოლები, რომლებიც ნაოჭების გამომწვევი თავისუფალი რადიკალების მოქმედებას ებრძვის. ამიტომაცაა, რომ მოცვის ექსტრაქტს კომერციულ ნაწარმში სულ უფრო ხშირად იყენებენ. 45-61 წლის ასაკის ქალბატონებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად მოცვის გაზავებული ექსტრაქტის გამოყენებამ მათი კანის სტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
აწესრიგებს ცხიმიან კანს.
მოცვის ცოცხალ ნაყოფში არსებული სასარგებლო ნივთიერებები კანში ცხიმის დონეს არეგულირებს, რაც თავის მხრივ, ფორების დახშობასა და ჩირქოვანი გამონაყარის გაჩენას უშლის ხელს.
ნაყოფი
სხვა საკვებთან შედარებით, მოცვში ანტიოქსიდანტების შემცველობა ბევრად უფრო მაღალია.
მცენარე
მცენარის ყველა ნაწილი ანტიოქსიდანტების წყაროა. თუმცა, მათი შემცველობა ყველაზე მაღალია ფესვებიდან მიღებულ ექსტრაქტში.
მიირთვი და გალამაზდი
100 გრ მოცვის ნაყოფში იმავე რაოდენობის ანტიოქსიდანტებია, რაც სხვა რომელიმე ხილისა და ბოსტნეულის 5 ულუფაში.