» » » "ნაზი ნაწლავები": გახდით ძალისხმევისა და დიეტის გარეშე ისე, რომ გრამიც არ დაგიბრუნდებათ უკან

"ნაზი ნაწლავები": გახდით ძალისხმევისა და დიეტის გარეშე ისე, რომ გრამიც არ დაგიბრუნდებათ უკან

რა არის მყარი ჯანმრთელობის საფუძველი? ასპროცენტიანი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯანმრთელი ნაწლავებია.
ადამიანებს ესმით გულის, ტვინის, ღვიძლის, თირკმლების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირების მნიშვნელობა, თუმცა ნაწლავების სწორი ფუნქციონირების მნიშვნელობას ბოლომდე არავინ აფასებს. არადა, ჩვენი ნებისმიერი დაავადების მიზეზის ძიება სწორედ მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებით უნდა დავიწყოთ.



იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ და ახალგაზრდადაც გამოიყურებოდეთ, უნდა იზრუნოთ ნაწლავების სწორ ფუნქციონირებაზე. გინდათ გქონდეთ ლამაზი სხეული და გათავისუფლდეთ საჭმლის მონელების პრობლემებისგან? ამაში მარტივი წესები დაგეხმარებათ.

როგორ დავარეგულიროთ ნაწლავების ფუნქციონირება
  1. დილით, საწოლიდან ადგომისთანავე, "ჩარეცხეთ" და "ჩართეთ" ნაწლავები - დალიეთ 1 ჭიქა სუფთა წყალი. 15 წუთში მიირთვით ფინჯანი მწვანე ან ბალახის ჩაი. კიდევ 10-15 წუთის შემდეგ კი კარგად ისაუზმეთ.


  2. არასდროს ჭამოთ, თუ მადა არ გაქვთ(მაგალითად, ავად ყოფნის დროს). ამ შემთხვევაში ნაწლავების ჭურჭლები სპაზმირებულია, წამწამები კი ნაწლავების კედლებზეა მიკრული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია საკვების ნორმალურად გადამუშავება. გარდა ამისა, არ ჭამოთ, თუ გაღიზიანებული ან ძალიან დაღლილი ხართ. სტრესის ჰორმონი არ მოგცემთ საკვების სრულყოფილად გადამუშავების საშუალებას.

  3. საჭმლის მონელების პროცესი იწყება პირში და, თუ ჩვენ საკვებს ნაჭრებად ვყლაპავთ, იქმნება მონელების პრობლემები. ეს განსაკუთრებით ეხება ცხიმიან და მძიმე საკვებს. ამიტომ, თუ სადილზე დრო ცოტა გაქვთ, შეარჩიეთ საკვები, რომლის გადამუშავებასაც ნაკლები დრო სჭირდება.


  4. არაა აუცილებელი გაწმენდებისა და ოყნების კეთება. მათი ჩანაცვლება უბრალო ბოსტნეულის სალათითაც შეიძლება, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ყველაფერ მავნეს. მოამზადეთ ასეთი სალათი ყოველ საღამოს ერთი კვირის მანძილზე.


  5. უნდა მოიშოროთ ყაბზობა, რადგან თუ ნაწლავები არ გაიწმინდება, დაიწყება ტოქსიკური ნივთიერებების გამომუშავება, რომლებიც მოხვდება სისხლში და მთელ ორგანიზმს მოედება. ამიტომ, ეცადეთ, მაქსიმალურად მეტი ცელულოზა და სითხე მიირთვათ დღეში.

  6. ნაწლავები ვერ იფუნქციონირებს ნორმალურად სასარგებლო მიკროფლორის გარეშე. მის აღსადგენად და შესანარჩუნებლად ყოველდღე უნდა მიირთვათ ცოცხალი რძემჟავის პროდუქტი. სასურველია, უპირატესობა ნატურალურ მაწონს მიანიჭოთ ან მოამზადოთ იგი თქვენ თვითონ.

  7. ნებისმიერი ინტენსიური მოძრაობა, განსაკუთრებით თუ მათში ზურგისა და მუცლის კუნთებია ჩართული, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას და გვეხმარება მის დარეგულირებაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ დახრებს.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.