კოლიტით ავადმყოფს აწუხებს ყაბზობა (შეკრულობა), რაც კვირები ან თვეები გრძელდება და შემდეგ რაიმე მიზეზის (დიეტის დარღვევის, გაციების, ფსიქიური განცდის) გავლენით რამდენიმე დღით ფაღარათობით იცვლება.
მკურნალობა:
- აიღეთ შორთხვის ნაყოფი - 30 გრ, მოცვის კენკრა - 20 გრ, 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წუთი, გააცივეთ. მიიღეთ 1/4-1/2 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში.
- კრაზანას ნახარში: 3 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- აიღეთ პიტნის ფოთოლი - 25 გრ, მარწყვა - ბალახის ფესურა ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში.
- 4 გრ მურყანის გირჩს დაასხით 200 მლ წყალი, ხარშეთ 2 წთ. გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე.
- აიღეთ მაყვლის ფოთოლი - 2 ჩ/კ, გულყვითელას ყვავილი - 1 ჩ/კ დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- 2 ს/კ პიტნის ფოთოლს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 4-ჯერ, დღეში.
- 2 ჩ/კ მოცვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ, დაატკბეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 5-6-ჯერ დღეში.
- მიიღეთ კომბოსტოს წვენი 4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დაიწყეთ 0,5 ჩ/ჭ ერთ მიღებაზე და თანდათან გაზარდეთ დოზა 1 ჩ/ჭ-მდე, მკურნალობის კურსი 3-4 კვირა.