საჭმლის მომნელებელ სისტემაში მნიშვნელოვანი კომპონენტია მსხვილი ნაწლავი. სწორედ ის არის პასუხისმგებელი საკვებიდან წყლის მიღებაზე და გადაუმუშავებელი ნაწილის ნარჩენებად გარდაქმნაზე. გარდა ამისა, მსხვილ ნაწლავში მილიარდობით ბაქტერია სახლობს, რომლებიც საკვებს ამუშავებენ, მის ნარჩენებს აქრობენ, იმუნიტეტს აძლიერებენ, საშიში ვირუსებისგან გვიცავენ და ა.შ.
ნაწლავის მუშაობის ნორმაში მოყვანა მთელი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცუდი ნაწლავები კანს აზიანებს, ტვინის მუშაობას აუარესებს, იმუნიტეტს ამცირებს, ღვიძლს და თირკმლებს აზიანებს, სხეულის წონაზე გავლენას ახდენს. ეს რომ არ დავუშვათ, მარტივი და ხელმისაწვდომი დამხმარე პროდუქტები მიიღეთ.
პროდუქტები ნაწლავებისთვის
1. უჯრედისი
უხეში საკვები ბოჭკო ნაწლავს სწორად მუშაობის საშუალებას აძლევს, სასარგებლო ბაქტერიებს ნახშირწყლოვან საკვებს აწვდის. ნივთიერება, რომელიც მსხვილი ნაწლავის მიკრო ფლორაში გამოდის, ბევრი დაავადებისგან გვიცავს, მათ შორის კიბოსგან.
დღეში მსხვილი ნაწლავი 4 კგ საკვებ მასას ატარებს, რომელიც შემდეგ ნარჩენის წონით 150-250 გრ გარდაიქმნება. უჯრედისი ჯანსაღი კალორიული მასის შექმნას და დიარეას თავიდან აცილებას ხელს უწყობს, ბუნებრივ "ფუნჯს" წარმოადგენს შლაკების და ტოქსიკებისთვის.
მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ვეგეტერიანელებს ნაწლავები კარგად უმუშავებთ, ხოლო შხამიანი პროდუქტები ღვიძლამდე ვერ აღწევს, რადგან ისინი პექტინებით, უჯრედისი და სხვა ბოჭკოვანით შთაინთქმება. სწორედ ამიტომ ეცადეთ წითელი ხორცი ნაკლებად მიირთვათ და ყოველ დილით 30 გრ ქატო მიიღოთ, როგორც იოგურტის დანამატი, ფაფა, სალათა ან უბრალოდ წყალ დასხმული.
2. წყალი
როგორც ადრე ითქვა, მსხვილ ნაწლავში ძირითადად წყალი შეიწოვება. თუ რაღაც მიზეზის გამო საკმარისი რაოდენობის წყალს არ ვღებულობთ, ნაწლავი საკვებიდან და განავლის მასიდან წყლის მიღებას ინტენსიურად იწყებს. განავალი მშრალი და მყარი ხდება, მისი ნაწლავიდან გამოტანა უფრო ძნელდება, შედეგად ადამიანს შეკრულობა ემართება.
ისეთი სასმელები, როგორიცაა ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, გაზიანი უალკოჰოლო სასმელი და წვენები ნაწლავზე როგორც შარდმდენი საშუალება ისე მოქმედებს. შედეგად სხეული დეჰიდრატირებული ხდება, სხეულიდან ზოგიერთი სასარგებლო ნივთიერება, მაგ. მაგნიუმი, გამოდის. ამ სასმელებს თავი უნდა აარიდოთ, თუ შეკრულობა გაწუხებთ.
ნორმალურად რომ იცხოვროთ, იკვებოთ და ტუალეტში იაროთ, თქვენ ნაწლავში საკმარისი რაოდენობის წყალი უნდა მოხვდეს. დღეში 6-8 ჭიქა გაფილტრული ან ბოთლის წყალი დალიეთ და მსხვილ ნაწლავს ჯანმრთელს შეინარჩუნებთ, მთელ ორგანიზმს დაატენიანებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის მიღება ქალებისთვის, რადგან ის კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს, ზედმეტი წონის მოშორებაში გვეხმარება.
3. კომბოსტო ბროკოლი
ბროკოლი მდიდარია გოგირდის შემცველი მეტაბოლიტებით, რომლებიც ცნობილია როგორც გლუკოზინოლატები. ისინი ნაწლავური მიკრობებით მუშავდება და გარდაიქმნება ნივთიერებებად, რომლებიც ამცირებენ ანთებას და შარდის ბუშტის, ძუძუს, მსხვილი ნაწლავის, ღვიძლის, ფილტვებისა და კუჭის კიბოს რისკს.
როგორც ნებისმიერი ჯვაროსანი ბოსტნეული, ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნერვული დარღვევის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, პოდაგრის პრევენციისა და მკურნალობისთვის.
კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 100 გრ ბროკოლის მიღება მსხვილი ნაწლავის განვითარების რისკს 20 %-ით ამცირებს. დამეთანხმეთ, შესანიშნავი მიზეზია ეს მწვანე მცენარე თქვენს რაციონში შეიტანოთ!
ახლა უკვე იცით, ნაწლავის მუშაობა ნორმაში როგორ მოიყვანოთ და მასზე სწორად როგორ იზრუნოთ. ამ პროდუქტების რეგულარული მიღება ნებისმიერ ჯიბეს გაწვდება. ამ რჩევებით მსხვილი ნაწლავის პრობლემას მალე მოიშორებთ.
ეს სტატია თქვენი მეგობრებისთვისაც სასარგებლო იქნება, გაუზიარეთ სოციალურ ქსელში. სწორედ იკვებეთ და იზრუნეთ თქვენ ნაწლავზე და ავად არ გახდეთ!