» » » მარვა ოგანიანი: "დაიცავით კვების წესები, კუჭქვეშა ჯირკვალი ხომ სიცოცხლის გასაღებია!"

მარვა ოგანიანი: "დაიცავით კვების წესები, კუჭქვეშა ჯირკვალი ხომ სიცოცხლის გასაღებია!"

ბუნებრივი მედიცინის სპეციალისტები თვლიან, რომ ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, რაც მალე გაცვთება იგი, მით უფრო იმატებს სიკვდილის რისკი. ჭარბი არაადეკვატური კვება ღუპავს კუჭქვეშა ჯირკვალს. როგორ უზრუნველვყოთ ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ჯანმრთელობა და როგორ ავიცილოთ თავიდან ამდენ უბედურებას?



კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები
მარვა ოგანიანმა - ექიმმა-თერაპევტმა, ბიოქიმიკოსმა, 45-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალმა - იცის, საიდან ჩნდება თანამედროვე დაავადებების დიდი ნაწილი. "როგორც ცნობილია, - ამბობს მარვა - კუჭქვეშა ჯირკვალი პასუხს აგებს ნაწლავებში ადამიანის მიერ მირთმეული საკვების დანაწევრებასა და ინსულინის გამომუშავებაზე.



დაბადებიან ჩვენ უმოწყალოდ ვიყენებთ ამ ჯირკვალს, ვაიძულებთ სადღეღამისოდ მუშაობას და ფერმენტების სინთეზირებას. შედეგად, ორგანო გადაიტვირთება, იყენებს მეტ ენერგიას. საკვების არადროული მიღება ფიტავს ენერგეტიკულ მარაგსა და კუჭქვეშა ჯირკვალს, ჩნდება დიაბეტი, პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო და ჯირკვლის დაღუპვა. ამიტომ, აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ გავერკვეთ, როგორი უნდა იყოს სწორი კვება".



სწორი კვების პრინციპები
საკვების თვისებები უნდა ემთხვეოდეს ჩვენს ფიზიოლოგიას. უმი ხილი, ბოსტნეული, ამოცენებული ხორბალი, თხილი, საკვები ბალახები მინიმალური რაოდენობის ფერმენტებით იშლება. საჭმლის მონელება ხდება ბუნებრივად, დისკომფორტის, შებერილობის, სიმძიმის, დიარეისა და ყაბზობის გარეშე. თუმცა, მოთუშული თუ შემწვარი კერძების დასანაწევრებლად ასჯერ მეტი ფერმენტია საჭირო.

თერმულად დამუშავებული საკვების მიღებით, ჩვენ ჯირკვალს ვაიძულებთ, იმუშავოს მაქსიმალურად აქტიურად, რითიც წლიდან წლამდე სულ უფრო ცვთება. მოხარშული, შემწვარი, მოთუშული საკვების ენერგეტიკული ღირებულება ნულს უდრის, ამიტომ დანაყრებისთვის დიდი ულუფები გვჭირდება. ასე საჭმლის მომნელებელ სისტემას ვუქმნით დატვირთვას. ტყუილად კი არ ამბობენ: "დანა-ჩანგლით ჩვენივე საფლავს ვთხრით."



საჭმლის მომენელებლი ფერმენტები აღარ გამომუშავდება 18 საათის შემდეგ. ამიტომ კრძალავენ დიეტოლოგები ექვსის შემდეგ ჭამას: ღამით მირთმეული საკვები ლპება თორმეტგოჯა ნაწლავში დილამდე, დილით კი მასამ უნდა გაიაროს კიდევ გრძელი გზა.

ღვიძლს უხდება, საკუთარ თავზე აიღოს გამოყოფილი შხამები და გაფილტროს სისხლი. შედეგად ჩნდება ჰეპატოქოლეცისტიტი, კალკულეზური ქოლეცისტიტი, ინფექციური საყვითლო, ღვიძლის დაშლა. ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მკურნალობა ხანგრძლივი იქნება და ცხოვრების წესის შეცვლას მოითხოვს.



ხორც-პროდუქტები არ განეკუთვნება ხარისხიან საკვებს. რატომ? ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ცხოველურ ცილას საჭირო გზით ვერ ამუშავებს, ამიტომ იგი იწყებს ლპობას. მხოლოდ მტაცებლების მოკლე საჭმლის მომნელებელი სისტემაა ხორცის გადასამუშავებლად განკუთვნილი. ადამიანს ხომ ეს სისტემა გაცილებით გრძელი აქვს, მასში კი ცილა 8 საათის განმავლობაში რჩება, ადამიანის საკვები ფერმენტები არასაკმარისია ხორც-პროდუქტის დასანაწევრებლად.

უცხო წარმოშობის ცხოველური ცილა უძლიერესი ალერგენია. მისი ლპობის პროცესში გამოიყოფა შხამიანი გაზები (ამიაკი, მეთანი, გოგირდწყალბადი) და ტოქსინები(პუტრესცინი, კადავერინი, პომაინი). ღვიძლი მათ მხოლოდ ნაწილობრივ აუვნებელყოფს, დანარჩენი კი ხვდება სისხლში და იწვევს სხვადასხვა დაავადებას.



კატეგორიულად დაუშვებელია ბავშვების კვება ტკბილი მანი ფაფითა და ბრინჯისა და რძის ფაფით. ამ ფაფებში არავითარი ვიტამინი არაა, ისინი მხოლოდ კუჭში ფერმენტირებადი კერძებია. აქედან მოდის საბავშვო კანის დიათეზი და ბრონქიალური ასთმა. მზრუნველი მშობლები შეცდომით რთავენ რაციონში ხორცს - "შეუცვლელ ამინომჟავებსა და ზრდადი ორგანიზმისთვის აუცილებელ ცილას".

ჯანმრთელი ღვიძლი და ნაწლავების მიკროფლორა, ელენთა და ძვლის ტვინი თავადაც ასინთეზირებს ამინომჟავებს. სწორედ ეს "მშობლიური" და არა მკვდარი ცხოვრელისგან აღებული ამინომჟავები ადგენს ბავშვის ორგანიზმში ცილოვან მოლეკულებს, რომლებიც აუცილებელია მისთვის.



კვების რეჟიმი ყოველდღე
  1. დილა უნდა დაიწყოთ ბალახის ჩაითა და თაფლით, ლიმონის ან კენკრის წვენით. იგი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ყავა და შავი ჩაი. სასმელში დაუმატეთ ასკილი, მწვანე ჩაი, კარკადე. ამის შემდეგ იდეალურია ახლადდაწურული სეზონური ხილ-ბოსტნეულის წვენი.


  2. საუზმე 10-11 საათზე ხილს უნდა მოიცავდეს. წლის თბილ დროს - ახალი ხილი, ზამთარსა და შემოდგომაზე - ჩირი. 1.5-2 საათის შემდეგ დალიეთ დიდი ფინჯანი ბალახის ჩაი ან წვენი.

  3. სადილი უნდა შედგებოდეს ახალი ბოსტნეულისა და მწვანილებისგან. დახეხილი ბოსტნეული, სახლის არაჟანი ან მცენარეული ზეთი, ქათმის კვერცხი. სასარგებლოა კერძში ხორბლის, წიწიბურის, ბარდის, სელის ან მზესუმზირის ამონაცენის დამატება. სადილის შემდეგ დაელოდეთ 1.5 საათი და დალიეთ ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი სასმელი.

  4. ვახშამი 17-18 საათზე ხილის ან ბოსტნეულისგან უნდა შედგებოდეს. სალათს დაუმატეთ ქატო, თხილი, მაგარი ყველი. კარგია რძის პროდუქტი: კეფირი, მაწონი, აირანი. პურის ნაცვლად - შვრიის სუხარების ბუტერბროდი კარაქთან და ნივრის სოუსთან ერთად. შემოდგომაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება წითელ და ნარინჯისფერ საკვებზე.

ტრადიციული კვება არ შეესაბამება ჩვენი ორგანიზმის რეალურ მოთხოვნილებებს. უნდა გაიგოთ და შეიგნოთ: ადეკვატური ჯანსაღი კვებისა და დაავადებების გარეშე ცხოვრებისთვის უნდა შეცვალოთ გემოვნური ჩვევები.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.