
ეს ტექნოლოგია არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა და იგი გაცილებით მარტივი და სწრაფია, ვიდრე კლასიკური მეთოდი შინ მოქსოვილი წინდებისა, ამიტომ ხელმისაწვდომია დამწყებთათვისაც კი. წინდები ქსოვის დროს ძალიან ლამაზი და კომფორტული გამოდის. მათ მოქსოვას რჩევების რედაქცია გასწავლით.
წინდების ქსოვა ორ ჩხირზე
გჭირდებათ
- სასურველი ფერის ძაფები
- 2 ჩხირი
- საზომი ლენტი
- იმისათვის, რომ ნაკეთობა იდეალურად დაგაჯდეთ ფეხზე, ზუსტად უნდა იცოდეთ ფეხის ზომა და სიმაღლე. ასევე, გაზომეთ ტერფის სიმაღლეც.
- მუშაობა იწყება მანჟეტის უკანა ნაწილის მომზადებით. ორივე ჩხირზე დააგროვეთ 22 თვალი. მოქსოვეთ 4 სმ წაღმა და უკუღმა.
- კიდევ 4 სანტიმეტრი მოქსოვეთ წაღმა. წინდის უკანა ნაწილი მზადაა.
- ახლა შეუდექით ქუსლს. ამისთვის ქსოვის დროს ყოველ რიგს მოაკელით მეორე, მესამე და 2 ბოლო თვალი. გააკეთეთ ეს, სანამ რიგში 12 თვალი არ დაგრჩებათ. შემდეგ უნდა გააფართოვოთ წინდა და გაზარდოთ ქსოვილის ზომა.
დიაწყეთ ახალი რიგი პირველი წაღმა თვალის მოქსოვით, გამოიყვანეთ ყოველი მომდევნო თვალი წინასგან, სანამ ისევ 22 თვალი არ გახდება - ასე ქუსლის ქვედა ნაწილს მოქსოვთ. - მოქსოვეთ წინდის ძირი წაღმა, ეს დაახლოებით 8 სმ-ა(დამოკიდებულია ტერფის ზომაზე). უკანა ნაწილი და ძირი მზადაა.
- ცერი ისევე მოქსოვეთ, როგორც ქუსლი: დაიყვანეთ თვლები 12მდე, შემდეგ კი აიყვანეთ ისევ 22მდე. მოქსოვეთ ცერის ზედა ნაწილი 8 სმ-ით, ყოველ წაღმა რიგში შეაერთეთ გადაბმის ადგილები. ასეთი ქსოვის დროს ძირი ზედა ნაწილს უმაგრდება და ნაკერები საჭირო აღარაა.
- მოქსოვეთ 4 სმ ტერფის სიმაღლის წაღმა ნაწილი, შეაერთეთ წინდის უკანა ნაწილთან ისევე, როგორც ქვემოთ. ახლა მოქსოვეთ 4 სმ მანჟეტი-რეზინი.
- მზადაა. ასე გამოიყურება მზა წინდა.