» » » რა მოსდის ტვინს ხელსაქმის დროს: აი, რატომ იგრძნობდი თავს უკეთ, ქსოვა რომ გცოდნოდა

რა მოსდის ტვინს ხელსაქმის დროს: აი, რატომ იგრძნობდი თავს უკეთ, ქსოვა რომ გცოდნოდა

თუ იცით, გიყვართ ქსოვა და ამას რეგულარულად აკეთებთ, ესე იგი ძალიან გაგიმართლათ. ნევროლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ქსოვა ტვინის იოგა, საუკეთესო პროფილაქტიკაა ტვინის პათოლოგიური დაავადებებისთვის. მე საერთოდ არ ვიცი ქსოვა, თუმცა ახლა ვგრძნობ, რომ აუცილებლად უნდა გამოვასწორო ეს. წაიკითხეთ ბოლომდე სტატია და ჩემს აზრს თქვენც გაიზიარებთ.

რა მოხდება, თუ ყოველდღე მოქსოვთ
  1. გაუმჯობესდება ფსიქიკური მდგომარეობა, ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა ნაკლებ სულიერ რესურსს მოითხოვს;
  2. ყურადღებიანობა და კონცენტრაცია თქვენი მუდმივი მეგზურები გახდებიან;
  3. წვრილი მოტორიკის განვითარება საშუალებას მოგცემთ, შეასრულოთ რთული საყოფაცხოვრებო საქმიანობა, რომელსაც აქამდე ვერ ასრულებდით;
  4. შემოქმედებითი უნარები განვითარდება და მოულოდნელად წარმოიჩენს თავს;
  5. თვითშეფასება ახალ დონეს მიაღწევს - სიამაყის გრძნობა ლამაზად შესრულებული საქმისათვის და თავდაჯერებულობა საკუთარ ძალებში გაგრძნობინებთ თქვენს მნიშვნელობას სამყაროში;
  6. მარტივი გზა მოთმინებისა და სიმყარის განვითარებისთვის - ქსოვა. არაფერი გამოგიყვანთ წონასწორობიდან;
  7. მეხსიერება საგრძნობლად გაუმჯობესდება, ტვინი კი რამდენჯერმე უფრო სწრაფად იმუშავებს.
"როცა 37 წლის ექიმი, ალოის ალცჰაიმერი შემოვიდა პალატაში, ავგუსტა დეტერი სადილობდა საავადმყოფოს საწოლზე.
-რა გქვიათ? - იკითხა ექიმმა.
-ავგუსტა - უპასუხა ქალბატონმა.
-თქვენი გვარი?
-ავგუსტა - გაიმეორა პაციენტმა ოდნავ დაბნეულად, - ასე მგონია.
51 წლის ფრაუ დეტერის თეფშზე იდო ღორის ხორცის ცხელი კერძი ყვავილოვანი კომბოსტოთი.
-რას მიირთმევთ? - იკითხა ალცჰაიმერმა.
-ისპანახს, - თქვა ავგუსტა დეტერმა.
-და ახლა რას აკეთებთ? - დააზუსტა ექიმმა.
-კარტოფილს."


ეს დიალოგი ჩაიწერა ექიმმა ალოის ალცჰაიმერმა სიტყვა-სიტყვით 1901 წელს. იმ დროისთვის მედიცინა სპეციალური ტერმინით ვერ ხსნიდა ამ მდგომარეობას. გაცილებით გვიან, დაავადებამ ექიმის სახელი მიიღო. ავგუსტას გარდაცვალების შემდეგ ექიმმა გამოიკვლია მისი ტვინი. აღმოჩნდა, რომ ტვინის მიკროსკოპული სტრუქტურა ძლიერად იყო დაზიანებული.

ნეირონული კავშირები შევსებული იყო უცნობი ბოჭკოებით, რომლებიც ტვინის უჯრედებს ანადგურებდნენ. მათი დაგროვება ადრე არ იყო შემჩნეული ჯანმრთელი ადამიანების ტვინში. ექიმმა ეს მდგომარეობა დაახასიათა შემდეგნაირად: "თავის ტვინის ქერქის სპეციფიკური დაავადება". როცა ეს მდგომარეობა სხვა ნევროლოგების მიერაც იქნა დამტკიცებული, დაავადებას ალცჰაიმერის სახელი დაარქვეს.


დღეს ალცჰაიმერის დაავადება 75 წელს გადაცილებული ადამიანების 40%-ს აწუხებს. 60 წლამდე მისი სიმპტომები პრაქტიკულად შეუმჩნეველია, თუმცა იგი საშინელი ძალით ვითარდება და გენეტიკურად გადაეცემა შემთხვევათა 100%-ში. პრაქტიკულად ყველა თანამედროვე კვლევით დამტკიცდა, რომ დაავადების თანამედროვე პროფილაქტიკა გადადებს მის დადგომას და ამცირებს სიმპტომებს.

საუბარია პრეპარატებზე, ჩვევების შეცვლაზე, ფიზიკურ აქტივობასა და ტვინის გავარჯიშებაზე. რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს და არამხოლოდ, ნევროლოგები ურჩევენ ქსოვას. მისი ეფექტურობა გაცილებით მაღალია, ვიდრე კროსვორდის შევსება.

ქსოვა ჩხირებითა და კინთით
მიმოიხედეთ - ნაქსოვი ნივთებისა და ტანსაცმლის მოდა უკან ბრუნდება. ცნობილი მსახიობები, მოდელები, ხელოვანები, ამასთან, არამხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც, არ ერიდებიან ხალხში გამოჩენას კინთითა და ჩხირებით. ეს უბრალოდ გართობა ან ჰობი კი არაა, ქსოვას ჰოლივუდის ვარსკვლავებს ურჩევენ ფსიქოთერაპევტები, როგორც სტრესთან ბრძოლისა და მაღალი ინტელექტუალური დონის შენარჩუნების საშუალებას.
ჯულია რობერტსი ჰოლივუდელი მქსოველების სიაშია. იგი არ ერიდება ქუჩაში გამოჩენას ნაქსოვ ტანსაცმელში. გადასაღებ მოედანზე კი მსახიობი მუდმივად ქსოვს.


სარა პარკერი თავის ინტერვიუებში ყვება, რომ ქსოვა კარგი დროის გასაყვანი და ნერვების დასამშვიდებელია. კინთით ან ჩხირებით ნაქსოვმა ქუდებმა, რომლითაც სარა ქუჩაში გამოდის, მისი თაყვანისმცემლები შთააგონა.


ქსოვა არ გამოუტოვებიათ მამაკაცებსაც: კურტ კობეინი, ალექსანდრე ბალუევი არ ერიდებიან თავიანთი ჰობის წარმოჩენას.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.