ეს საშინელება ამ ზაფხულსაც რომ არ განმეორდეს, "რჩევების" რედაქცია 8 მეთოდს გთავაზობთ, რომელიც კოჟრის გაჩენას ხელს შეუშლის. ახალი ფეხსაცმლით გამოწვეული ტკივილი აღარ შეგაწუხებთ!
როგორ მოვიშოროთ ფეხზე კოჟრი
- კრემი
ზოგჯერ ისე ხდება, რომ საყვარელი ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი რამოდენიმე ხანის შემდეგ მჭიდრო ხდება. არაფერი საშიში არაა, უბრალოდ ცოტათი გამოშრა. საკმარისია სქელი ფენით საბავშვო კრემი წაუსვათ და 3 საათით ასე დატოვოთ. ასეთი პროცედურის შემდეგ ფეხსაცმელი კვლავ ახალივით იქნება.
თითების ნაწილში და ზედაპირზე დამატენიანებელი კრემის წასმით კანზე კოჟრების გაჩენას ხელს შეუშლით. - დეზოდორანტი-სტიკი
თუ ფეხსაცმელი ფეხს ძლიერად გიტყავებთ დეზოდორანტი სტიკი გამოიყენეთ და კოჟრზე წაისვით. ამ მარტივი მეთოდის წყალობით კანი უკეთ ისრიალებს, და მასზე ახალი კოჟრი არ გამოჩნდება. - ყინულის შეფუთვა
ეს ერთ-ერთი მოქმედი მეთოდია, რომელიც ძალიან მჭიდრო ფეხსაცმელს გააფართოებს. ამასთან ამ მეთოდის შესახებ ბევრმა არ იცის.
პაკეტი წყლით აავსეთ, ბალეტის შიგნით მოათავსეთ და ერთი დღით საყინულეში შედგით. როცა წყალი გაიყინება, ფეხსაცმელი გაფართოვდება, მისი ტარება გაცილებით კომფორტული გახდება. - ძველი გაზეთები
გაზეთი რამდენიმე მცირე ნაწილებად გაჭერით, წყალში დაასველეთ და ფეხსაცმელი გაზეთით კარგად ამოავსეთ, განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ფეხის გახეხვა დაიწყო. როცა გაზეთი გაშრება, ფეხსაცმელი ზომაში გაიზრდება და აღარ შეგაწუხებთ.
პროცესის გაშრობით დაჩქარება არ ღირს, არ სცადოთ ბატარეასთან ახლოს დადება ან ფენით გაშრობა. ფეხსაცმელი ერთ დღეში თავისით გაშრება. - ალოე ვერა
იცით თუ არა რომ, ალოე ვერას გელს ადვილად შეუძლია ფეხის კანი კოჟრისგან დაიცვას? გარდა ამისა, მას ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, რაც ინფექციის გაჩენის კარგ პრევენციას წარმოადგენს.
უბრალოდ ალოე ვერას გელი ტერფებზე წაისვით და ფეხის კანის წრიული მასაჟი გაიკეთეთ, სანამ გელი ბოლომდე არ შეიწოვება. თუ უკვე გაქვთ კოჟრები, ეს ნატურალური საშუალება დღეში 2-ჯერ გამოიყენეთ. - ვაზელინი
ფეხის კანზე ცოტა ვაზელინი წაისვით, რომ ის დაატენიანოთ და ტრავმის გაჩენა თავიდან აიცილოთ. ვაზელინის დახმარებით ფეხის კანის დატენიანება კანის ზედაპირზე მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ და კოჟრის გაჩენას ხელს შეუშლის. - ტალკი
ტალკს ფეხის უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად იყენებენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ის კოჟრის საწინააღმდეგო შესანიშნავი პროფილაქტიკის საშუალება არის.
ტალკი შთანთქავს ტენს, რომელიც ოფლის გამო წარმოიშვა. ასევე ფეხსაცმელზე კანის ხახუნზე გავლენას ახდენს. ასე რომ კოჟრის თავიდან ასაცილებლად ქუსლზე და ფეხსაცმლის შიდა ნაწილში, რომელსაც ფეხის ამ ნაწილთან კონტაქტი აქვს, ბევრი ტალკი დაყარეთ. - ფენი და წინდები
ეს მეთოდი შესანიშნავია მათთვის, ვისაც ფეხსაცმელი ძალიან უჭერს. თქვენ დაგჭირდებათ ფენი, რადგან ფეხსაცმლის გაცხელება მასალის გაფართოებას იწვევს. ყველაფერი რომ გამოგივიდეთ, სქელი წინდები, შემდეგ ფეხსაცმელი ჩაიცვით და ფენი აიღეთ. გააცხელეთ ფეხსაცმელი, პერიოდულად წყლით ან ძმრით დაასველეთ.
კოჟრებთან ბრძოლა მანამ უნდა დაიწყოთ, სანამ ის გაჩნდება. სწორედ ამიტომ თამამად სცადეთ ეს ნამდვილად შესანიშნავი მეთოდები და თქვენი ლამაზი და კომფორტული ფეხსაცმლით სიამოვნება მიიღეთ.
ამ ნამდვილად სასარგებლო რჩევების შესახებ თქვენმა მეგობრებმაც რომ გაიგონ, ჩვენი სტატია გაუზიარეთ.