» » » ტაო პორჩონ-ლინჩი, 99 წლის: "ჩემი გული ისევ 20 წლისაა და გაზრდას არც ვაპირებთ"

ტაო პორჩონ-ლინჩი, 99 წლის: "ჩემი გული ისევ 20 წლისაა და გაზრდას არც ვაპირებთ"

თუ დღითიდღე ცდილობთ, ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყვეთ, თუმცა ყოველ ჯერზე რაღაც გაჩერებთ, ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გადაჭრათ ეს არასახარბიელო პრობლემა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა შეწყვიტოთ საქმის გადადება ხვალისთვის - ეს ქალბატონი შთამაგონებელი მაგალითია.

რჩევების რედაქცია მოგიყვებათ შესანიშნავი ქალბატონის, ტაო პორჩონ-ლინჩის ისტორიას, რომელიც თავის 99-ე წელში ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შესახებ წერს. ტაოსგან ნამდვილად უნდა ვისწავლოთ რაღაც, რადგან დღეგრძელობის გზა მან ნამდვილად განვლო. დაიწყეთ საკუთარი თავის შთაგონება ახლავე.

აქტიური დღეგრძელობა
ტაო პორჩონ-ლინჩის ისტორიაში შედის სამოდელო, სამსახიობო, მოცეკვავისა და იოგას ინსტრუქტორის კარიერები. თითქმის მთელი საუკუნის ცხოვრების შემდეგ, ცოტას შეუძლია იმ ენერგიითა და სიცოცხლის სიყვარულით ტრაბახი, რომელიც ცნობილ ინდოელ ქალბატონს გააჩნია.



ტაო 1918 წლის 13 აგვისტოს დაიბადა პონდიჩერიში, ფრანგული ინდოეთის დედაქალაქში. 8 წლის ასაკში ტაომ დაიწყო იოგათი დაკავება, რაც მას პლაჟზე ბიჭებმა შთააგონეს. ახალგაზრდა ტაო გაოგნდა, როცა დაინახა, როგორ ფლობდნენ ბიჭები საკუთარ სხეულს, როგორ აბალანსებდნენ და იხრებოდნენ. სწორედ მაშინ გაუჩნდა გოგონას ლტოლვა იოგის მიმართ, რომელიც დღემდე არ ჩამცხრალა.


პარიზში გადასვლის შემდეგ, თავისი მოწოდება ტაომ კერ სამოდელო ბიზნესში იპოვა, მიიღო ტიტული "ევროპის ყველაზე ლამაზი ფეხები", შემდეგ კი კინოში გადავიდა. ტაო გადაღბულია ფილმებში "მოცურავე თეატრი" კეტრინ გრეისონთან და "ბოლოს, როცა პარიზი ვნახე" ელიზაბეტ ტეილორთან ერთად.


1962 წელს ტაო დაქორწინდა და მთლიანად ჩაეშვა იოგას სამყაროშე, დაივიწყა ჰოლივუდის სამსახიობო კარიერა. ასანების, მედიტაციისა და სუნთქვითი პრაქტიკების გაუმჯობესებაში მას ეხმარებოდნენ ისეთი გურუები, როგორებიც იყვნენ ინდრა დევი, შრი აურობინდო და აიენგარი.


საბოლოოდ ტაო გახდა Yoga Teachers Association-ის მასწავლებელი, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გახსნა ინსტიტუტი The Westchester Institute of Yoga ნიუ-იორკში. 2012 წელს მიზანდასახული ტაო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც იოგას ყველაზე ხნიერი მასწავლებელი.


-"ამ სამყაროში არაფერია, რისი განხორციელებაც არ შეგვიძლია ჩვენი შინაგანი ძალების დახმარებით" - ამბობს ტაო პორჩონ-ლინჩი.


როგორც ჩანს, ამ გასაოცარი ქალისთვის არ არსებობს სიბერის შესახებ სტერეოტიპები. იგი სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს, ინახავს პირვანდელ ელვარებას თვალებში და პოზიტივს თავში. ადამიანი, რომელმაც ამ ასაკს მსგავსად მიაღწია - უკვე ბრძენია!


როცა ტაოს 87 წელი შეუსრულდა, გადაწყვიტა ცეკვაში ეცადა თავი, სულ ცოტა ხნის წინ კი, თავის პარტნიორთან ერთად, ნამდვილი ფურორი გამოიწვია შოუზე "America’s Got Talent". ჟიურის ყველა წევრმა ერთად განაცხადა, რომ ამერიკას შეუყვარდა ეს წყვილი.


-"მე იოგას მასწავლებელი მანამ ვიქნები, სანამ სუნთქვას არ შევწყვეტ" - თქვა ტაომ ერთ-ერთ ინტერვიუში. ჩვენ კი არ დავიღლებით ამ შესანიშნავი ქალბატონის სიცოცხლისუნარიანობის ქებით.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.