» » პირველად! ამერიკაში 49 წლის ქალი განკურნეს, რომელსაც მკერდის ბოლო სტადია ჰქონდა

პირველად! ამერიკაში 49 წლის ქალი განკურნეს, რომელსაც მკერდის ბოლო სტადია ჰქონდა

უბრალოდ ჯუდის შეხედეთ! მხიარული, აქტიური, განათებული. რთულია დაიჯეროთ, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ ონკოლოგმა მაქსიმუმ სამი თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველა, რადგან მის სხეულს მკერდის მეტასტაზური სიმსივნე იპყრობდა.​ ამ დიაგნოზით გადარჩენის შანსი ნული იყო, მაგრამ ჯუდი პერკინსმა სიმსივნის დამარცხება მოახერხა, რითაც მილიონობით ქალს სასიკვდილო დიაგნოზთან ბრძოლის სურვილი შთააგონა. 

ამერიკელმა ონკოლოგებმა აღნიშნეს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა მკერდის კიბო ბოლო სტადიაზე სრულად აღმოფხვრეს, სიმსივნე, რომელიც მედიკამენტებზე რეაგირებდა. აშშ-ს ეროვნული უნივერსიტეტის სიმსივნის კვლევის მეცნიერთა გუნდი ირწმუნება, რომ მკურნალობის ასეთი მეთოდი სუფთა ექსპერიმენტულია და მომავლში მას შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ მკერდის, არამედ სხვა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის შესახებ წარმოდგენა. 

სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობა

​2003 წელს ორი შვილის დედას, ჯუდი პერკინს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს. ნაკლებად ეფექტური ქიმიოთერაპიის 7 კურსის შემდეგ ქალს ორივე სარძევე ჯირკვალი ამოუღეს და მთელი 10 წლის განმავლობაში სიმსივნე თავს არ იჩენდა. 2013 წელს ავთვისებიანი სიმსივნე უფრო აგრესიული ფორმით დაბრუნდა და უკვე სხვა ორგანოებიც დააზიანა. 

ექიმები ჯუდის მაქსიმუმ 3 წლის სიცოცხლის იმედს აძლევდნენ, მაშინ როცა უკანასკნელი დანებებას არ აპირებდა: ჯუდი სიცოცხლის ნებისმიერი ხელის მოსაჭიდებელი რამის ძიებაში მკერდის კიბოს ექსპერიმენტულ მკურნალობას დათანხმდა. 



მას სრულად განკურნებაში სიმსივნის სპეციფიკური მუტაციების წინასწარი გამოვლენის T - უჯრედების იმუნოთერაპია დაეხმარა. ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა უჯრედების გადატანის ადაპტაციის მეთოდი გამოიყენეს - ავადმყოფის საკუთარი სიმსივნის საწინააღმდეგო T უჯრედები, რომელიც ნეო ანტიგენებს შეიცნობს. 

ხშირად ონკოლოგიური პაციენტის ორგანიზმში ასეთი უჯრედები ძალიან ცოტაა, სწორედ ამიტომ საკუთარი ძალისხმევით დაავადებასთან შებრძოლება არ შეუძლია. თუმცა, თუ T- უჯრედებს ავიღებთ, გავამრავლებთ, შემდეგ კვლავ პაციენტს შევუშვებთ, იმუნიტეტი საკმაოდ ძლიერი იქნება, რომ ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხოს მაშინაც, კი თუ სიმსივნემ მთელ ორგანიზმში გავრცელება დაიწყო. 



კლინიკური გამოკვლევის ფარგლებში 49 წლის ჯუდის სიმსივნის ბიოფსია გაუკეთეს და სიმსივნის ინფილტრატი ლიმფოციტის ქსოვილის ნიმუში აიღეს, მათ შორის მოძებნეს თეთრი სხეულები, რომლესაც კიბოს უჯრედებთან შებრძოლება შეუძლია. მეცნიერებმა სიმსივნის საწინააღმდეგო უჯრედების 80 მლრდ-მდე გაზარდეს და ქალის ორგანიზმში პემბროლიზუმაბის თერაპიის ფონზე შეუშვეს. 

"სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან გამარჯვების შანსი ძალიან ცოტა იყო. მაგრამ სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ თავი გაცილებით უკეთ ვიგრძენი" - ჰყვება ჯუდი. ნამდვილად, ჯუდის შემთხვევაში თერაპია საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა - ექსპერიმენტული ინექციის დაწყებიდან ზუსტად 1 კვირაში ავთვისებიანი სიმსივნის ახალი წამონაზარდები მნიშვნელოვნად შემცირდა. 



ნახევარ წელში ფაქტიურად ყველა მეტასტაზი გაქრა, ხოლო 48 კვირაში საშინელი სიმსივნე უკვალოდ გაქრა. სასწაულებრივი განკურნების შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა და ქალის ორგანიზმში სიმსივნის დაბრუნების არანაირი კვალი არ შეინიშნება. 



"მეცნიერებმა შეიძლება ამას რემისია უწოდონ, მე კი ამას განკურნებას ვეძახი" - ამბობს ჯუდი პერკინსი. ექსპერიმენტში მონაწილე ონკოლოგის თქმით, ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს, თუ კონკრეტულად რა დაეხმარა ჯუდის დაავადების დამარცხებაში: კიბოს დროს უჯრედული იმუნოთერაპია თუ ფონური მკურნალობა პემბროლიზუმაბით. თუმცა ჭკვიანი გონება ამ კიბოს მკურნალობის ინოვაციურ მეთოდზე მუშაობს და ძალიან მალე სხვა ონკოლოგიურ დაავადებაზე მსგავსი ექსპერიმენტის გამეორებას აპირებს. 

ექიმი სტივენ როზენბერგი, აშშ-ს ეროვნული უნივერსიტეტის ონკოლოგთა გუნდის წამყვანი სპეციალისტი, ამბობს: "პაციენტი ჩვენთან სასოწარკვეთილი მოვიდა. მკურნალობის ყველა მეთოდი ვცადეთ, მაგრამ წარმატებით არცერთი არ დასრულებულა. ჩვენი გუნდის გარღვევა იმაში მდგომარეობს, რომ T უჯრედების ინდენტიფიცირების გზა აღმოვაჩინეთ, რომელიც გენეტიკურ მუტაციაზე იქნება მიმართული. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ თავად პაციენტის უჯრედებს ვიყენებთ, რომ სიმსივნეს შევეწინააღმდეგოთ. ჩვენ მკურნალობის პერსონალურ სახეობაზე ვსაუბრობთ, რომელიც შეიძლება მხოლოდ წარმოიდგინოთ"



​კიბოს მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდის შესახებ სრულად შეგიძლიათ ჟურნალში The National Medicine ნახოთ. "რჩევების" რედაქცია იმედოვნებს, რომ მკურნალობის მსგავსი მეთოდი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, მათ ოჯახებს და ბავშვებს რთული ბედისგან დაიცავს. 

ჯუდი პერკინსის შთამაგონებელი ისტორია, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.