» » » საკუთარი ხელით დამზადებული უსაყვარლესი გაზეთის ფაჩუჩი

საკუთარი ხელით დამზადებული უსაყვარლესი გაზეთის ფაჩუჩი

გაზეთის მეორადი გამოყენების შესანიშნავ იდეას წარმოადგენს მისგან ნაირგვარი წნულების დამზადება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასწავლით ფაჩუჩის წვნას. მსგავსი იდეის განხორციელება განსაკუთრებით გაუადვილდებათ მათ, ვისაც ხელეწიფებათ ფაჩუჩის ქსოვა.
სამუშაოს დაწყების წინ მოიმარაგეთ გაზეთები, მაგარი მუყაო, მაკრატელი, ფანქარი, წებო, კანაფის თოკი, საღებავის აეროზოლი და ლარნაკი ან საშუალო ზომის საყვავილე ქოთანი.
მუყაოზე დახატეთ სასურველი ზომის ფაჩუჩის ძირი და გამოჭერით ორ ეგზემპლიარად. გაზეთები სათითაოდ დაახვიეთ მილისებურად და ხვეულის ბოლოში გაზეთის წვერი კარგად დააწებეთ. სულ უნდა დაამზადოთ დაახლოებით 21 ცალი გაზეთის მილი ფაჩუჩზე დასაწებებლად და დანარჩენი რამდენიმე ათეული საწვნელად, რომელთა ოდენობა დამოკიდებული ფაჩუჩის ზომაზე.
ფაჩუჩის ძირის კიდეები გაპოხეთ წებოთი და სიმეტრიული დაცილებებით დააწებეთ გაზეთის მილები. შეეცადეთ, რომ თითოეული გაზეთის მილის დაწებებისას, დასაწებებელი ადგილი დაპრისოთ. დაელოდეთ წებოს შრობას. ამის შემდეგ, იგივე ფაჩუჩის ძირის მთლიანი ზედაპირი გაპოხეთ წებოთი და ზევიდან დააწებეთ წინასწარ გამოჭრილი მეორე ფაჩუჩის ძირი, დააწექით და შეეცადეთ, რომ ორივე ფაჩუჩის ძირი ერთმანეთს მჭიდროდ დაეწებოს. კვლავ დაელოდეთ წებოს სრულ შრობას.

ამის შემდეგ დაიწყეთ ფაჩუჩის წვნა. დაახლოებით 13-15 რიგის შემდეგ იწყება ფაჩუჩის ცხვირის გამოყვანა. მუშაობის პროცესში სასურველია თუ გამოიყენებთ სარეცხის ხის სარჭებს, რადგანაც მათი დახმარებით შეძლებთ საწვნელი გაზეთის მილების გადაბმის ადგილების მჭიდროდ დაწებებას.
ფაჩუჩის ცხვირის გამოყვანის შემდეგ თანდათან შეავიწროვოთ წვნის დიამეტრი, ხოლო ყელთან მისვლამდე, ფაჩუჩში ჩადგით ნებისმიერი სახის ცილინდრული ფორმის ჭურჭელი, რათა მისი დახმარებით შეძლოთ სიმეტრიის დაცვა.
წვნის დასასრულს, საგულდაგულოდ დაამაგრეთ გაზეთის მილების წვერები, კარგად დააწებეთ, დაელოდეთ წებოს სრულ შრობას, ხოლო შემდეგ მთლიანი ნახელავი შეღებეთ სასურველ ფრად.

გაზეთის ფაჩუჩიც მზად არის. ერთადერთი დეკორის ელემენტად შეგიძლით გამოიყენოთ კანაფის ან სხვა სახის თასმები, რომელსაც გაუყრით თასმების ხვრელების სავარაუდო ადგილებში მახათის დახმარებით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.