მაშ ასე, რჩევების რედაქციამ შეკრიბა ზეთის 6 სახეობა, რომლებიც სრულყოფილად ჩაანაცვლებს მზესუმზირის ზეთს.
მცენარეული ზეთები სუფრისთვის
- კამელინის ზეთი
მას ამზადებენ მცენარე კამელინასგან. ეს უგემრიელესი ზეთი უხდება სალათებს და რამდენჯერმე უფრო სასარგებლოა, ვიდრე მზესუმზირის ზეთი. სცადეთ იგი ერთხელ მაინც და მის მოხმარებაზე უარს ვეღარ იტყვით. - კედრის ზეთი
იგი შეიცავს დიდი რაოდენობით Е ვიტამინსა და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ეს ზეთი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. - მდოგვის ზეთი
ზეთის ამ სახეობაში ყველა ცხიმხსნადი ვიტამინი გვხვდება. ვიტამინების შემცველობით, იგი მზესუმზირის ზეთს გაცილებით სჯობია. მდოგვის ზეთს უჩვეულო და პიკანტური გემო აქვს. - სელის ზეთი
ძლიერი ანტიოქსიდენტია, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინ E-ს, რომელიც დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, და ვიტამინ F-ს, რომელიც გააჯანსაღებს კანსა და თმას. - გოგრის ზეთი
ამ ზეთის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც იცავს ღვიძლს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. ეს ზეთი ზრდის იმუნიტეტს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. - სიმინდის ზეთი