ის ადამიანებიც კი, რომლებიც ერიდებიან ცხიმებს და ფიქრობენ, რომ მათი მოხმარებით წონაში მოიმატებენ, იცვლიან ამ აზრს ზეითუნის ზეთის თვისებების გაგების შემდეგ.
საუკეთესო ზეითუნის ზეთი
ისევე, როგორც ძრავის ზეთია აუცილებელი მანქანისთვის, ძრავის დასაქოქავად, ზეითუნის ზეთიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის. იგი თხელ ფენას წარმოქმნის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, შიგნიდან პოხავს მას. ამ ეფექტის მისაღებად საკმარისია, უზმოზე 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი მიირთვათ.
ამ ზეთს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს ოლეინის, ლინოლეის, პალმიტინის, სტეარინის მჟავისა და ვიტამინ Е-სა და К-ს შემცველობის წყალობით.
ზეითუნის ზეთი იცავს უჯრედებს ცვლილებებისგან, რომლებიც იწვევს კიბოს. მისი ანტიოქსიდანტური თვისებები ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს 45%-ით.
ასევე, ეს ზეთი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. მისი მიღება სასარგებლოა დიაბეტიკებისა და ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის. ზეითუნის ზეთი წმენდს ღვიძლს, ასტიმულირებს დეტოქსიკაციას.
დამტკიცებულია, რომ ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას - მას ხომ უამრავი ნიღბის შემადგენლობაში შეხვდებით. თუ ამასთან ერთად მას ორალურადაც მიიღებთ, ეფექტი გაცილებით გაძლიერდება.
საუკეთესო შედეგს მოიტანს ზეითუნის ზეთის ლიმონის წვენთან ერთად მიღება. 2 ს.კ. ზეთს შეურიეთ მეოთხედი ლიმონის წვენი და დალიეთ ყოველ დილით, უზმოზე.
ასეთი ჩვევა აუცილებლად უნდა გამოიმუშავონ ქალბატონებმა. ზეითუნის ზეთის რეგულარული მოხმარების წყალობით, ზეითუნის ზეთი გააუმჯობესებს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებას და გადადებს მენოპაუზის დადგომის დროს.
არ დაგავიწყდეთ უკუჩვენებებიც: ზეთი არ უნდა მიიღოთ ქოლეცისტიტის დროს, რადგან მას ნაღველმდენი ფუნქცია აქვს.
ასევე, ნუ გადაამეტებთ. ჭარბწონიანებმა უნდა ჩაანაცვლონ მზესუმზირის ზეთი ზეითუნით, თუმცა დოზებს არ უნდა გადააჭარბონ. 3-4 ს.კ. დღეში საკმარისია.
როგორც ნებისმიერ პროდუქტის შემთხვევაში, ზეითუნის ზეთის სწორად გამოყენებაც უნდა იცოდეთ. მას უმატებენ კერძებს უმად, რადგან თერმული დამუშავებისას იგი ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს და გადაიქცევა უბრალო ცხიმად.
ზეითუნის ზეთის შერჩევისას შეამოწმეთ მისი მჟავიანობა, ევროპული სტანდარტების მიხედვით, იგი არ უნდა აღემატებოდეს 0.8%-ს. საუკეთესოდ ითვლება extra virgin olive oil, რომელიც იწარმოება ცივი დაწურვის მეთოდით.
ბოთლი, რომელსაც "ზეითუნის ზეთი" აწერია, შეიცავს რაფინირებული ზეითუნის ზეთისა და extra virgin ზეითუნის ზეთის ნაზავს 85:15 % პროპორციით. ასევე, არსებობს მეორადად დაწურული ზეთი - რუმინული olive oil, იგი ნაკლებად სასარგებლოა. შეარჩიეთ საუკეთესო ბრენდი.