დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რითია სასარგებლო სელის ზეთი ორგანიზმისთვის, მისი მიღების რომელი საშუალებები არსებობს და როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი ისე, რომ თავს არ ავნოთ.
რითია სასარგებლო სელის ზეთი
სელის ზეთი უჯერი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროა. პროდუქტის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ მის 60%-ს ომეგა-3 მჟავა შეადგენს, რომლიც კონცენტრაციაც ორჯერ მაღალია სელის ზეთში, ვიდრე თევზის ქონში.
ომეგა-3 და ომეგა-6 მჟავები ხომ ორგანიზმის მიერ არ გამომუშავდება, ამიტომ, ისინი საკვებიდან უნდა მივიღოთ. ამასთან, სელის ზეთის 16%-ს ომეგა-6 შეადგენს, 10%-ს კი - ომეგა-9.
უჯერი ცხიმოვანი მჟავების ზომიერი მოხმარება დადებითად აისახება საერთო იმუნიტეტზე, ფართოვდება სისხლძარღვები, მშვიდდება ნერვები, ხდება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა, იგრძნობთ შარდმდენ და კუჭში გამხსნელ ეფექტს.
ამ ზეთის რაციონში დამატებით, ადამიანი ხელს უშლის ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა ინსულტი, გულის იშემური ტკივილი, შაქრიანი დიაბეტი. ეს ზეთი კურნავს ასთმას, სკლეროზს, ართრიტსა და კანის დაავადებებს.
ცალკე უნდა აღინიშნოს სელის ზეთის სასარგებლო ეფექტი მამაკაცზეც. პროდუქტის მიღება ბუნებრივი გზით აუმჯობესებს სასქესო ჰორმონების წარმოქმნას, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს ორგანიზმის ფიზიკურ მონაცემებს, ახდენს სწორი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკას.
სელის ზეთი - ესაა ნატურალური პროდუქტი, რომელმაც, შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს. ამიტომ, ზეთის მიღება მცირე ულუფებით უნდა დაიწყოთ. მისი დღიური ნორმა ადამიანისთვის 1-2 ს.კ.-ა. შეგიძლიათ, იგი მიიღოთ დილით, ჭამამდე 10 წუთით ადრე ან უბრალოდ შეაზავოთ სალათი. ზეთი არაა რეკომენდებული ფეხმძიმეთათვის, ასევე, მათთვისაც, ვისაც კუჭის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებთ.
გემოთი სელის ზეთი თევზის ქონს მოგაგონებთ. უჩვეულო, მომწარო გემო ჯანსაღი საკვების მოყვარულებსაც კი აფრთხობს, ამიტომ სელის ზეთს, ხშირად, სხვა ზეთებთან აზავებენ.
სელის ზეთზე შეწვა დაუშვებელია, რადგან გათბობისას იგი სასარგებლო თვისებებს კარგავს და ქმნის კანცეროგენებს. პროდუქტი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადილას, მჭიდროდ დაცულ ჭურჭელში. დიდი მოცულობით სელის ზეთის ყიდვა უაზრობაა, რადგან ჭურჭლის გახსნის შემდეგ, იგი ერთი თვით ინახება.
სელის ზეთი ნამდვილად იმსახურებს ყოველდღიურ რაციონში შეტანას. მისი რეგულარული მოხმარება დადებითად აისახება მთლიანი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ამასთაბ, მედიკოსებიც კი იყენებენ სელის ზეთს სამკურნალო მიზნებით ან კოსმეტიკურ საშუალებად კანისა და თმის მოსავლელად.